ნიუ-იორკის სასამართლომ აღიარა, რომ შიმპანზეს იგივე უფლებები აქვს, რაც ადამიანს
ნიუ-იორკის სასამართლომ აღიარა, რომ შიმპანზეს იგივე უფლებები აქვს, რაც ადამიანს
ნიუ-იორკის სასამართლომ აღიარა, რომ შიმპანზე ტომის იგივე უფლებები გააჩნია, რაც ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ მაიმუნს, რომელიც ადრე ცირკში მუშაობდა, თავისუფლების უფლება აქვს.

ცხოველთა დამცველებმა ამერიკაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, რომელიც შეიძლება იქცეს მრავალი სასამართლო საქმის პრეცედენტად. ნიუ-იორკის შტატის უზენაესმა სასამართლომ, ოლბანში, დაადგინა, რომ 26 წლის შიმპანზე ტომი, რომელიც ადრე ცირკში მუშაობდა და ახლა გალიაში ცხოვრობს, წარმოადგენს პიროვნებას და აქვს იგივე უფლებები, კერძოდ თავისუფლების უფლება, რომელიც გააჩნიათ დანარჩენ ამერიკელ მოქალაქეებს.

Zooclub

ცხოველთა დამცველებმა, ადვოკატ სტივენ ვაიზთან ერთად (რომელიც, ასევე ცხოველების უფლებების პროექტის პრეზიდენტია)
მიაღწიეს იმას, რომ მფლობელს ცხოველი არ გაეჩერებინა გალიაში, არამედ გაეგზავნათ იგი ფლორიდის შტატის მაიმუნების საშენში.

სარჩელი ემყარებოდა იმას, რომ ტომის საშინელ პირობებში, ნესტიან სარდაფში მდგარ პატარა გალიაში ძალით აჩერებენ. სარჩელში მოყვანილი იყო ცნობილი მეცნიერების მტკიცებულებები, მათ შორის ავტორიტეტული ბრიტანელი პრიმატოლოგის, ჯეინ გუდოლის მტკიცებულება შიმპანზეს მაღალ ინტელექტზე და სხვა შესაძლებლობებზე.

Zooclub

ტომი და მისი მფლობელი პატრიკ ლავერი სასამართლოს არ ესწრებოდნენ. ლავერი ადრე უშედეგოდ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ შიმპანზე საკმაოდ ბედნიერია, რომ მას აქვს ფერადი ტელევიზორი საკაბელო არხებით. მაგრამ ვაიზმა შეძლო დამტკიცება, რომ ტომის სიცოცხლე არაფრით განირჩევა ადამიანის სიცოცხლისგან, რომელსაც თავისუფლება აქვს წართმეული.

სტივენ ვაიზმა გამარჯვების შემდეგ Daily Mail-ს შეატყობინა, რომ იგი თავის თანაშემწეებთან ერთად აპირებს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი სხვა გონიერი ცხოველების ( ძუძუმწოვრების, სპილოების, დელფინების და ა.შ. ) განთავისუფლების მოთხოვნით.

ლანა
თქვენ,ან მათ ჰგონიათ,რომ რომელიმე ცხოველი უგონოა და საჭმელად და ჩასაცმელად უნდა გამოვიყენოთ?
რუსუდანი
დიდი ხანია, ცჰვეულებრივ მოვლენად უნდა იქცეს ცხოველების უფლებების დაცვა.
niko
ცხოველებზე ზრუნვა მისასალმებელია ,სოლიდარული ვარ,მაგრამ მტელ მსოფლიოს ამერიკული პოლიტიკიტ რა დამარტეტ იქნებ ამაზეც გემსჯელატ ,ტქვენ სასამარტლოებსი
liza
ცხოველსაც ისევე სტკივა, უხარია და განიცდის როგორც ადამიანს. ყველაზე მეტი ცხოველები ჩვენ ვართ და ერთმანეთს ვერ შევიყვარებთ სანამ ცხოველებს არ შევიყვარებთ. რა არია ამაში ცუდი თუ მივბაძავთ ამერიკა და ევროპას ამაში? სიკეთეში მიბაძვა განა ცუდია? ვარ წინააღმდეგი ცირკის და ყველა ცხოველის მცვალებლის
გიგა
ვაი თქვენს პატრონს! მერე სარჩელის შინაარსი იქნებ შეატრიალოთ და მოითხოვოთ, რომ ადამიანებსაც იგივე უფლებები აქვთ, რაც ცხოველებს,მაინც ხომ აქეთკენ მიისწრაფით
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?