ლაბრადორი ყოველ დღე ავტობუსით საყვარელ პარკში სასეირნოდ მიდის (+ვიდეო)
ლაბრადორი ყოველ დღე ავტობუსით  საყვარელ პარკში სასეირნოდ მიდის (+ვიდეო)
შავი ლაბრადორი, სახელად ეკლიფსი ყოველ დღე ავტობუსით მიდის სკვერში სასეირნოდ, თუ მისი პატრონი ტრანსპორტში ასვლას ვერ ასწრებს.

ძაღლმა ზუსტად იცის, რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვიდეს.

თვითმხილველები  შეეჩივნენ, რომ ძაღლი დამოუკიდებლად მგზავრობს. ასევე მან კარგად იცის, რომელ გაჩერებაზე უნდა ჩავიდეს, რომ სკვერთან მოხვდეს.

ძაღლი და მისი პატრონი ჯეფრი იანგი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს ცხოვრობენ.

"პარკი ჩვენი სახლიდან ოთხი გაჩერების შემდეგ მდებარეობს. ეკლიფსმა კარგად იცის, თუ  როგორ უნდა მივიდეს ავტობუსის დახმარებით დანიშნულების ადგილამდე. ზოგჯერ უჩემოდაც მგზავრობს, ხოლო მე შემდეგ ავტობუსს მივყვები."- ამბობს ჯეფი.

მგზავრების თქმით,
 ძაღლი ფანჯრიდან აკვირდება ადგილებს და  ხვდება, თუ რომელ გაჩერებაზე უნდა ჩავიდეს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, ისინი
ძალიან კმაყოფილნი არიან, რადგან ძაღლმა  მათი ტრანსპორტით მგზავრობა არჩია.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს

ძაღლი, რომელიც ფერმაში ადამიანივით მუშაობს

ძაღლს პატრონი ყოველ დღე სამსახურში დაყავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?