error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/987a61e622480a25706420213146cb3c.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი გადაიღო (+ვიდეო)
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი გადაიღო (+ვიდეო)
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის პროექტის "ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობა ეკოტურიზმის განვითარებით ნინიგორის თემში" ფარგლებში, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის თანამედროვე სიტემა დაინერგა. იგი ფოტომახეების დახმარებით ბიომრავალფეროვნების და ბრაკონიერების მონიტოინგს გულისხმობს.

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით შედარებით ახალი და ეფექტური საშუალებაა. ფოტომახეების დახმარებით, შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.

ლაგოდეხის დაცულ
ტერიტორიებზე, მონიტორინგის შედეგად  ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაგროვდა მსხვილ ძუძუმწოვართა აქტივობისა და რიცხოვნობის შესახებ;

პირველად  გადაიღეს
არჩვები, ჯიხვებისათვის გამოვლინდა 2 მნიშვნელოვანი საიტი (ბუნებრივი სალოკი), გადაიღეს მურა დათვი, გარეული ღორი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, შვლები და სხვა. ბოლოს კი, ფოტომახემ ფოცხვერი დააფიქსირა. ეს ფოცხვრის ფოტო/ვიდეო გადაღების პირველი შემთხვევაა. ამ ფოცხვერის ვიდეო გადაღებამდე, ფოტომახემ, 3 წუთით ადრე,  2 ჯიხვი დააფიქსირა, რომლებმაც ტერიტორია სწრაფად დატოვეს, სავარაუდოდ, მათ ფოცხვერი შენიშნეს.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?