ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ პატრონმა ორი ძაღლი მიიყვანა და ხეზე ჩამოახრჩო
ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ პატრონმა ორი ძაღლი მიიყვანა და ხეზე ჩამოახრჩო
2 დღის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალის დამთვალიერებლებმა ორი ძაღლი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

"სტუმრებს, რომ ჩამოიყვან, შენი რაიონით ამაყობ, წახვალ ნაკრძალში და სავალ ბილიკზე მსგავს ფაქტს რომ შეესწრები! ამის მერე კიდევ ძაღლია ცხოველი თუ ადამიანი!"- წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე თვითმხილველი.

ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და ცხოველთა მოყვარულების აღშფოთება მოჰყვა. არაერთი ადამიანი დაუკავშირდა ლაგოდეხის ნაკრძალის Facebook-ის ადმინისტრაციას და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

Zooclub

ძაღლების მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით zooclub.ge ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდა. მათი თქმით, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დამნაშავე კანონის ფარგლებში
დაისაჯოს. 

"პოლიციამ დაიწყო გამოძიება, ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ტერიტორია არ არის
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, ტერიტორია მდებარეობს ლაგოდეხის აღკვეთილის მომიჯნავედ. როდესაც ჩვენ შევიტყვეთ ფაქტის შესახებ, პოლიციას უკვე მიღებული ჰქონდა შეტყობინება. ჩვენ ვგმობთ ცხოველების მიმართ ძალადობას."

Zooclub

პირვანდელი ინფორმაციით, ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრონმა თავისი ორი ძაღლი მიიყვანა და ხეზე ჩამოახრჩო იმ მიზეზით, რომ მას ბატები შეუჭამეს.  

გამოძიება 259 მუხლით - ცხოველის მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს.
მანჩო
ამ დანაშაულის ჩამდენს არაადამიანი ჰქვია! გამოიძიეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ!
იო
სისხლის სამართალში უნდა გასამართლდეს ეს მხეცი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?