ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას 10 ჯეირანი შეემატა
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას 10 ჯეირანი შეემატა
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას 10 ჯეირანი შეემატა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოში გასულ საუკუნეში გადაშენებული სახეობის - ჯეირანის პოპულაციას, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მის აღდგენასა და კონსერვაციას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით ხორციელდება. ეს რეინტროდუქციის მესამე მცდელობაა. პირველად, ვაშლოვანში ჯეირანების ბუნებაში გაშვება, 2013 წლის მარტში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ განახორციელა.

"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ჯეირანებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით,  საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს დაკვირვება სატელიტის მეშვეობით, ასევე, პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიცია და სხვა
დაინტერესებული მხარეები", - აცხადებენ უწყებაში.

ჯეირანების საცხოვრებელი არეალი, საუკუნეების განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს საკმაოდ დიდ ფართობს
მოიცავდა. ბრაკონიერობის ფაქტების გახშირების შედეგად, გასული საუკუნის 40-იან წლებში, ეს სახეობა სრულად განადგურდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?