გარეული ცხოველების მოყვარულმა, აფრიკაში, საკუთარი ნაკრძალი გააკეთა (+ვიდეო)
გარეული ცხოველების მოყვარულმა, არმანდ ჰერბერმა, კიმბერლის პროვინციის სიახლოვეს (სამხრეთ აფრიკა),  80 ჰექტარზე,  გარეული ცხოველების ნაკრძალი მოაწყო.

მამაკაცმა ველური ბუნების პარკს "Iron Throne Predator"-ი დაარქვა, სადაც 10 ლომი, სამი ვეფხვი, ორი ჯიქი, ავაზა, რამდენიმე მაჩვზღარბა, მეჭეჭებიანი ღორი და ტყის კატები ბინადრობენ. 

ცხოველები შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ისინი  საშინელ პირობებში იზრდებოდნენ, რის შემდეგაც გადაარჩინეს და  ნაკრძალში გადაიყვანეს, სადაც გარეული ცხოველებისთვის ყველა საჭირო პირობა შექმნილია.

Zooclub

არმანდ ჰერბერი თავად კვებავს ძმებ ლომებს - რუფუსსა და ბრუტუსს, თითოეულის წონა 250 კგ-ს შეადგენს. 51 წლის ველური ბუნების მოყვარულის
თქმით, მისი ოცნებაა, კომფორტული გარემოთი უზრუნველყოს ის ცხოველები, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ასევე იხილეთ:

ბიჭმა პრესტიჟული სამსახური დატოვა და საცხოვრებლად აფრიკაში გადავიდა, რათა დაშავებულ გარეულ ცხოველებს დახმარებოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?