"სიკვდილის მანქანა": სპეციალისტებმა დაასახელეს ყველაზე საშიში კატის სახეობა მსოფლიოში
"სიკვდილის მანქანა": სპეციალისტებმა დაასახელეს ყველაზე საშიში კატის სახეობა მსოფლიოში
პატარა შავფეხება კატას, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს, სერიალ Super Cats-ის შემქმნელებმა "ყველაზე მომაკვდინებელი" უწოდეს. ამ უწყინარმა ცხოველმა, მსხვერპლთა რაოდენობით, ლომსა და ავაზას გადაუსწრო.

სერიალის შემქმნელებმა სამეცნიერო გამოცემას "LiveScience"-ს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს ცხოველზე, რომლის შესახებაც ცოტას თუ სმენია.

საყვარელი შესახედაობის კატის სხეულის სიგრძე 36-დან 52 სმ-მდე იზრდება, მისი სიმაღლე 20 სმ-ს აღწევს და ერთიდან სამ კილოგრამამდე იწონის. მიუხედავად მისი გარეგნობისა, შავფეხება კატა ბუნებრივ არეალში სანადიროდ გამოდის ყოველ 50 წუთში ერთხელ და კლავს 10-დან 14-მდე მღრღნელს ან პატარა ფრინველს.

"პატარა მტაცებლებს, მაგალითად ისეთი
როგორც შავფეხება კატაა, დაჩქარებული მეტაბოლიზმი აქვთ. ამის შესანარჩუნებლად, მას ხშირი ნადირობა სჭირდება", - ამბობს სერიალის
შემქმნელი და გარეულ ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაცია Panthera-ს წარმომადგენელი ლუკ ჰანტერი.

შავფეხება კატა სამნაირი მეთოდით ნადირობს: პირველ მეთოდს სპეციალისტები "სწრაფ ნადირობას" უწოდებენ - ცხოველი ხმაურით მირბის ბუჩქებისკენ, სადაც მღრღნელები ან ფრინველები ღამე ბინადრობენ და პანიკაში ჩავარდნილ გაქცეულ ნადავლს იჭერს. მეორე მეთოდი - პოტენციურ მსხვერპლთან ჩუმი მიპარვა. მესამე მეთოდს მკვლევრები "ჯდომა და ლოდინს" უწოდებენ. კატას შეუძლია ბუნაგთან ჩაუსაფრდეს მღრღნელს რამდენიმე საათით და თავს დაესხას მას, როგორც კი ზედაპირზე ამოძვრება.

უდავოა, შავფეხება კატა გაზელებისთვისა და ანტილოპებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ნადირობის 60% წარმატებით სრულდება, რაც სამჯერ ეფექტურია ლომების ნადირობაზე. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები შავფეხება კატას "სიკვდილის მანქანას" უწოდებენ.

ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ შავფეხება კატა გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში შეიყვანა.


საინტერესო ფაქტი
ინსტიქტებით ყოველთვის ვფიქრობდი რომ კატების მოდგმა უფრო კარგი მონადირეები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში წავიკითხე სადღაც, ყველაზე წარმატებული მტაცებელი ნადირობაში აფრიკული ძაღლი ყოფილა. 85%-ზე მაღალი ალბათობით იჭერს ნადავლს რომელზეც ნადირობს (თუმცა პატარა ზომის გამო ხშირად ლომები, აფთრები და სხვა მტაცებლები ართმევენ :) :) )
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?