ბიჭმა პრესტიჟული სამსახური დატოვა და საცხოვრებლად აფრიკაში გადავიდა, რათა დაშავებულ გარეულ ცხოველებს დახმარებოდა
ბიჭმა პრესტიჟული სამსახური დატოვა და საცხოვრებლად აფრიკაში გადავიდა, რათა დაშავებულ გარეულ ცხოველებს დახმარებოდა
ალბათ გვსმენია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს - კომფორტული ცხოვრება, ლამაზი სახლი, მაღალანაზღაურებადი სამსახური, რათა ხალხმრავალი ადგილიდან თავი დაეღწიათ და "ნამდვილი" ცხოვრებით ეცხოვრათ.

"უნდა ვაღიარო, რომ ნაწილობრივ ამ ადამიანების გამბედაობის მშურს", - წერს სტატიის ავტორი. მათ გაუმართლათ, რადგან ამ ქმედებისკენ მოვლენებმა უბიძგა ან საკმარისი თანხა გააჩნდათ იმისათვის, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გარემოს დაცვაში თავიანთი წვლილი შეეტანათ.

თუმცა, 26 წლის შვეიცარიელი დენ შნაიდერი საპირისპიროს ამტკიცებს: იმისათვის, რომ ოცნება აიხდინო, არ არის აუცილებელი გარემოებამ გიბიძგოთ ან გქონდეთ დიდი თანხა. ერთადერთი, რაც გჭირდებათ,
ეს გამბედაობაა.

ერთი წლის წინ შნაიდერმა მიატოვა სამსახური, სადაც ის ფინანსური დაგეგმარების კუთხით მუშაობდა, გაყიდა
ქონება, რომ სამხრეთ აფრიკაში წასულიყო და გაეკეთებინა კლუბი "Hakuna Mipaka". მისი მიზანი იყო ეზრუნა ლომებზე, რომლებიც ტყვეობაში დაიბადნენ.

Zooclub

გარდა ამისა, კლუბის სიახლოვეს მდებარეობს ნაკრძალი, სადაც სხვადასხვა გარეული ცხოველი ბინადრობს. ისეთი სახეობები, როგორებიც არის ზებრა, აფთარი, კუდუ, იმპალა და ბაბუინიც კი. ეს ცხოველები თავისუფლად დასეირნობენ რამდენიმე ასეულ ჰექტარზე.

კლუბის დასახელება Hakuna Mipaka-ი ითარგმნება, როგორც "საზღვრებს გარეშე".

Zooclub

ბიჭმა თავისი ცხოვრება გარეულ ცხოველთა დაცვას მიუძღვნა. ასევე, ის ცდილობს ადამიანებსა და ცხოველებს შორის კავშირი გაცილებით მჭიდრო გახდეს: "ჩვენ ვიცავთ იმას, რაც გვიყვარს", - ამბობს ის. ამასთანავე, შნაიდერი თვლის, რომ ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ "პატარა ძმებს", მათ ხასიათსა და ქცევებს.

Zooclub

შნაიდერს ბავშვობიდან იტაცებდა ცხოველთა სამყარო. ის ხშირად უყურებდა დოკუმენტურ ფილმებს ცხოველებზე და აკვირდებოდა იმ სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობას, რომლებიც ცხოველთა დაცვის კუთხით საქმიანობენ.

ამ ხნის განმავლობაში, მან შეისწავლა გარეული ცხოველების ქცევები და ყოველთვის ცდილობს, განსაკუთრებული კავშირი დაამყაროს თითოეულ მათგანთან.

პრაქტიკულად, შნაიდერის მთავარი მიზანია, ადამიანებს ველური ბუნების და მისი ბინადრების სიყვარული ასწავლოს. ის ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე უამრავ ფოტოს ავრცელებს, რომლის მთავარი გმირებიც გარეული ცხოველები არიან.

Zooclub

26 წლის ბიჭს თავისუფლად შეიძლება უწოდოთ სოციალური ქსელის ვარსკვლავი, რადგან მხოლოდ ინსტაგრამზე მას 572 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ისინი დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს მის პოსტებს და დადებით კომენტარებს ტოვებენ.

"ჩემი მისიაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება მივიქციო. მათ ვუამბო ველური ბუნებისა და ულამაზესი ცხოველთა სამყაროს შესახებ. მე მჯერა ცოდნის ძალის, ემოციის და გარეგნული ისტორიის, რომლებსაც უნარი აქვთ, ადამიანების მსოფლმხედველობა შეცვალონ და ამგვარად გარეული ცხოველები გადავარჩინოთ", - წერს შნაიდერი საკუთარ ინტერნეტ პორტალზე.

იხილეთ შთამბეჭდავი ფოტოები

ასევე იხილეთ:

"თანამედროვე ტარზანი", რომელსაც ადამიანებზე მეტად ცხოველების გარემოცვაში ყოფნა ურჩევნია

ცირკის ლომები, რომლებსაც ბინძურ გალიებში და ყინვაში ამყოფებდნენ, უკრაინიდან აფრიკაში გადაიყვანეს
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?