სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ ჟირაფებთან ერთად ისადილოთ​
სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ ჟირაფებთან ერთად ისადილოთ​
კენიის დედაქალაქ ნაირობიდან 10 კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს კოლონიურ სტილში აშენებული კოტეჯი-სასტუმრო. მის სიახლოვეს გაშენებულია დიდი ნაკრძალი, სადაც უიშვიათესი სახეობის ჟირაფები (Giraffa camelopardalis rothschildi) ბინადრობენ. ადგილობრივი სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ამ ცხოველებთან ერთად ისაუზმონ ან ისადილონ. გიგანტი ცხოველები ტყიდან დღეში ორჯერ გამოდიან და პირდაპირ სასტუმროსკენ მიდიან.

დღევანდელი მონაცემებით, ჟირაფი როტშილდი საერთაშორისო წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ქვესახეობა.

Zooclub

1974 წელს, ამ იშვიათი სახეობის გადარჩენის პროექტის ფარგლებში, როტშილდის ჟირაფები კენიის ტერიტორიაზე, ნაკრძალში გადაიყვანეს.

ჟირაფების ნაკრძალი და სასტუმრო-კოტეჯი გვერდიგვერდ მდებარეობს. აქ მოქმედებს პროგრამა, რომელიც
ითვალისწინებს როშტილდის პოპულაციას - ზრდასრულ ჟირაფებს  2 წლის ასაკში  ბუნებრივ არეალში უშვებენ.

Zooclub

ცხოველებს შეუძლიათ კერძო
ნაკრძალის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება.  ჟირაფები დღეში ორჯერ აკითხავენ კოტეჯს. ისინი თავიანთ გრძელი კისრებით სასტუმროს ფანჯრებში იყურებიან, რათა მათ სტუმრები საკვებით გაუმასპინძლდნენ.

Zooclub

14 წლის მდედრი ჟირაფი თავისი ნაშიერებით

Zooclub

ჟირაფი როშტილდი თავისი მოძმეებისგან შეფერილობით გამოირჩევა: მის ბეწვზე ფართო ნახატი თეთრი ზოლებით თვალში მაშინვე გვხვდება, ეს ამ ქვესახეობას განსაკუთრებულს ხდის.

საოცარია, თუმცა პატარა ჟირაფს დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში შეუძლია ფეხზე ადგომა და სირბილი.

Zooclub

ამ სახეობის ჟირაფებმა სახელი ზოოლოგ ვოლტერ როშტილდის საპატივცემულოდ მიიღეს. იგი ზოოლოგიური მუზეუმის "სტრიგის" დამაარსებელია. სწორედ როშტილდმა აღწერა პირველად ეს სახეობა.

Zooclub

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟირაფი როშტილდი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა, რომელიც ბუნებაში რამდენიმე ასეული შემორჩა. მისი სიმაღლე 5.5- 6.6 მეტრამდე აღწევს, ხოლო მისი გული განსაკუთრებით ძლიერია-  ერთ  წუთში 60 ლიტრ სისხლს ამუშავებს და 12 კგ-ს იწონის.

ასევე იხილეთ:

სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში ქირავდება სახლი, სადაც მეზობლად 70 ლომი ბინადრობს

"საფარა-პარკი" ბრიტანეთში: დაიძინო ვეფხვების გარემოცვაში და გადარჩე

დიდ ბრიტანეთში, სასტუმრო თავის სტუმრებს ლემურებთან ერთად იოგას სთავაზობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?