"საფარა-პარკი" ბრიტანეთში: დაიძინო ვეფხვების გარემოცვაში და გადარჩე
"საფარა-პარკი" ბრიტანეთში: დაიძინო ვეფხვების გარემოცვაში და გადარჩე
მსგავსი ევროპაში ჯერ არასოდეს ყოფილა! საფარა-პარკი, რომელიც კენტის საგრაფოში გაიხსნა მნახველებს ეპატიჟება არა მარტო ველური ბუნების დასათვალიერებლად, არამედ ღამის გასათევად მოსეირნე ვეფხვების ხედით.

კოტეჯში არის ორი საძინებელი და პანორამული ფანჯარა, რაც საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც მტაცებლებსა და ველურ ბუნებაზე დაკვირვება მოსწონს.

ბრიტანელი ჟურნალისტი ჯეინ ფრაიერი მკითხველს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს:

"როდესაც კოტეჯში შევედით და სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან გავიხედე, ძალიან შემეშინდა, რადგან შუშის იქით, ჩვენს წინ ორი ვეფხვი იწვა და თითქოს გველოდებოდნენ. ისინი იმდენად ახლოს იყვნენ, რომ მათ ულვაშებს, ენასა და ეშვებსაც
კი კარგად ვხედავდით. თითქოს ამ მტაცებლების სუნთქვას ვგრძნობდით".

Zooclub

ჯეინი საფარა-პარკ "პროტ ლიმფს"(Port Lympne) ქმართან და შვილებთან
ერთად ესტუმრა.  ბავშვები ვეფხვების ხილვით აღფრთოვანებულნი იყვნენ.

Zooclub

პარკის თანამშრომლის თქმით, ვეფხვები 19 წლის ტაგზი და 12 წლის ინგრიდი, საკმაოდ ხნიერი და ერთგული წყვილია. გარდა ამისა, ძუ სიტუაციას მართავს, ხოლო ქმარი წინააღმდეგობის გარეშე ასრულებს მის სურვილებს.

"ლიმფ პარკი" მონაწილეობას იღებს ამურის ვეფხვების გადარჩენის პროგრამაში. ეს სახეობა ველურ ბუნებაში დაახლოებით 500 ინდივიდი დარჩა.

პარკში მხოლოდ ვეფხვები არ ბინადრობენ. "ლიმფო პარკი" ყველაზე დიდია ევროპაში, რაც 250 ჰექტარისგან შედგება. ტერიტორია იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი ტურისტი გულდაწყვეტილი ტოვებს პარკს, რადგან ერთხელ დათვალიერებით ყველა ცხოველს ვერ ხვდება.

დიდი კატების გარდა, ტერიტორიაზე ბინადრობენ ჟირაფები, მარტორქები, ზებრები, წყლის კამეჩები, კანა, ბიზონები. პარკში სულ 250 ცხოველია.

Zooclub

კომფორტული სასტუმრო-კოტეჯი გაფორმებულია აფრიკული საფარა-პარკის სტილში. ამ ადგილზე ერთი ღამის გათევა არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. ფასები 450 ფუნტ სტერლინგიდან იწყება.

Zooclub

საფარა-პარკს აქვს ორი რესტორანი და ერთი პიცერია, სადაც მნახველებს შეუძლიათ ისადილონ და მოემზადონ ეგზოტიკურ ცხოველებთან შესახვედრად.

Zooclub

კოტეჯი მაქსიმალურად კომფორტულია, თუმცა, აქ მთავარი საძინებელი ოთახის დიდი პანორამული ფანჯარაა, საიდანაც შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ვეფხვების ცხოვრებას ველურ ბუნებაში.

Zooclub

რთულია წარმოიდგინო, რომ ეს აფრიკა არ არის და მხოლოდ ინგლისის საგრაფო კენტია.

პარკის ტერიტორიაზე ტურისტები დაჰყავთ სპეციალურად დაცული ავტომობილებით, საიდანაც უსაფრთხოდ შეუძლიათ თვალი ადევნონ ეგზოტიკურ ფაუნას.

Zooclub

"ეს ერთადერთი პარკია ბრიტანეთში, სადაც თავი აფრიკულ საფარში მეგონა", - ამბობს ჟურნალისტი ჯენიფერ ფრაიერი.

ასევე იხილეთ:

მგლების თავშესაფარი კოლორადოს შტატში

პატარა მწვანე კუნძული,რომელსაც პინგვინები მართავენ

დრონით გადაღებული, ველურ ბუნებაში მცხოვრები ამურის ვეფხვების ოჯახი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?