ჩრდილოეთური თეთრი მარტორქას უკანასკნელი მამრი წარმომადგენელი შთამომავლობის გარეშე კვდება
"44 წლის სუდანი ჩრდილოეთური მარტორქას უკანასკნელი მამრია, რომელიც კენიის ნაკრძალში ცხოვრობს. ბოლო პერიოდში ის მძიმედ დაავადდა და შესაძლოა, ვეტერინარებმა ევთანაზია გაუკეთონ", - წერს გამოცემა "Huffpost"-ი.


დღეს სუდანი ქვესახეობებიდან ერთადერთი მამრია, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს.

ნაკრძალის ტერიტორიაზე მასთან ერთად ორი მდედრი ბინადრობს - ნაჯინი და ფატუ. ჩრდილოეთური თეთრი მარტორქა ტყვეობაში ორმოციდან ორმოცდაათ წლამდე ცოცხლობს, მაგრამ, როგორც ჩანს, სუდანი მაქსიმალურ ასაკს ვერ მიაღწევს. რამდენიმე ხნის წინ, მას დაემართა ფეხების სერიოზული ინფექცია, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.

დღეის მონაცემებით, ნაკრძალ Ol Pejeta-ის თანამშრომლები ცხოველის შესაძლო ევთანაზიას განიხილავენ.
მათი თქმით, მარტორქა ტკივილებით იტანჯება, ხოლო ვეტერინარებს მასი დახმარება არ შეუძლიათ.

სუდანის სიკვდილით დასრულდება სპეციალისტების იმედიც.
ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, ჩრდილოეთურ თეთრ მარტორქას შთამომავლები დაეტოვებინა.

ერთ-ერთი უკანასკნელი მამრი წარმომადგენელი 2014 წელს მოკვდა, მას შემდეგ ბიოლოგები ცდილობდნენ ნაჯინისა და ფატუს განაყოფიერებას, რაც წარუმატებლად დასრულდა.

სუდანის შემდეგ ამ ქვესახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი მხოლოდ 2 მდედრი დარჩება და როდესაც ისინიც მოკვდებიან, ჩრდილოეთური თეთრი მარტორქები დედამიწაზე აღარ იარსებებენ.
გიორგი
რა დღეში ჩავაგდეთ ბუნება ნაძირალა ადამიანებმა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?