სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში ქირავდება სახლი, სადაც მეზობლად 70 ლომი ბინადრობს
სამხრეთ აფრიკის ნაკრძალი GG Conservation-ი, სტუმრებს მეტად უჩვეულო მომსახურებას სთავაზობს - ნებისმიერ მსურველს შეუძლია იცხოვროს შემოსაზღვრულ კოტეჯში, რომელიც ლომების სამყოფელის მეზობლად მდებარეობს. ამ საოცარი ადგილის ქირაობა დღე-ღამეში, ერთი ადამიანისთვის, 100 ამერიკული დოლარი ღირს.

GG Conservation-ის მფლობელები ტურისტებს სთავაზობენ, დაიქირაონ მთლიანი კოტეჯი და მტაცებლების სიახლოვეს დაუვიწყარი ღამე გაატარონ.

Zooclub

პროექტის დირექტორმა, სიუზანა სკოტმა, განაცხადა, რომ კოტეჯში ცხოვრება სრულიად უსაფრთხოა - ტერიტორიას შემოსაზღვრული აქვს ელექტრო ღობე.

შიდა ეზოში შეგიძლიათ მოამზადოთ შაშხი, ამასთანავე, უსმინოთ ლომების ღმუილს და ფრინველების ჭიკჭიკს.

Zooclub

სუზანას თქმით, ტურისტები გარეულ ცხოველებთან იმდენად
ახლოს არიან, რომ შეუძლიათ თავი იგრძნონ ლომების პრაიდის წევრად. გარდა ამისა, დააკვირდნენ მტაცებლების ქცევას ბუნებრივ
არეალში.

Zooclub

"ლომების სახლის" გაქირავებიდან შემოსული თანხა მთლიანად დაიხარჯება ლომების პოპულაციაზე.

ასევე იხილეთ:

26 წლის წინ, წყვილმა მოშიშვლებული მიწა იყიდა. აი, რა გააკეთეს მათ...

ტურისტებმა ძლიერი ნებისყოფა გამოავლინეს, როდესაც მათი მანქანის სალონში უეცრად ავაზა ჩახტა

"საფარა-პარკი" ბრიტანეთში: დაიძინო ვეფხვების გარემოცვაში და გადარჩე
mmm
გენერატორი არსად ჩანს და დენი ემანდ რომ გაითიშოს?! არა არააა, არ წავალ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?