უსინათლო სპილოს საოცარი რეაქცია პიანინოს ხმაზე (ემოციური ვიდეო)
საოცარია, თუმცა, ზოგიერთი ცხოველი შესანიშნავ გონებრივ შესაძლებლობებს ფლობს. მათ შეუძლიათ, გამოხატონ ემოცია, ემპათია, ხოლო ზოგიერთ მათგანი ხელოვნებასაც შეიგრძნობს. მაგალითად, უსინათლო სპილო, სახელად ლამ დუანი, პიანინოს ჰანგებზე განსაკუთრებით რეაგირებს.

ბრიტანელი პოლ ბარტონი ტაილანდში, "სპილოების სამყაროს" (ElephantsWorld) ნაკრძალში ცხოვრობს, სადაც ზრუნავს ხნიერ, დაშავებულ და დაავადებულ სპილოებზე. მამაკაცს უჩვეულო ჰობი აქვს: ის ნაკრძალის  ბინადრებისთვის პიანინოზე უკრავს, რათა ისინი დაამშვიდოს.

ამ ვიდეოში ბარტონმა 62 წლის უსინათლო ლამ დუანისთვის კლასიკური კომპოზიცია შეასრულა. სპილოს იმდენად მოეწონა მუსიკა, რომ მის ჰანგებს სხეულის მოძრაობით აჰყვა - ხორთუმს მშვი
დად ამოძრავებდა და ფეხებს ერთი მეორეს მიყოლებით დგამდა, თითქოს ცეკვავდა. საოცარია, თუ რა გრძნობებს იწვევს სასიამოვნო მუსიკის
ჰანგები ცხოველებშიც კი.

მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ლამ დუანი თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი უსინათლოა. ცხოველი 62 წლისაა და ნაკრძალში სიცოცხლით ტკბება, სადაც მასზე ზრუნავენ.  ბარტონი ხშირად უკრავს კლასიკურ მელოდიას, პერსონალურად მისთვის.

Zooclub

სპილოების დამშვიდება კლასიკური მუსიკით, ბარტონმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა. მან შეიტყო, რომ ტაილანდში არსებობს ნაკრძალი დაავადებული და ხნიერი სპილოებისთვის და როგორც ცხოველთა მოყვარულმა, გადაწყვიტა მათი დახმარება. ნაკრძალის ხელმძღვანელობა სიხარულით დათანხმდა მუსიკოსის შეთავაზებას და მას შემდეგ მამაკაცი ტაილანდში ცხოვრობს.

Zooclub

ბარტონის თქმით, თითქმის ყველა სპილო რეაგირებს მუსიკის ხმაზე. "როდესაც მათ პიანინოს ხმა ესმით, ისინი მოძრაობას იწყებენ, ინსტრუმენტს უახლოვდებიან და ხორთუმით ეხებიან, ხოლო სხვები ყურადღებით უსმენენ. ზოგიერთი, ლამ დუანის მსგავსად, მუსიკის ხმაზე მთელი სხეულით მოძრაობენ,"- ამბობს მუსიკოსი.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ამ მუსიკოსებს მეტად უცნაური თაყვანისმცემელი ჰყავთ

რას აკეთებენ ძროხები, როდესაც პატარა გოგონა გარმონზე უკრავს?

ძროხების ნახირი მინდვრიდან გამოიქცა და ერთად შეგროვდა, რათა დამწყები საქსაფონისტისთვის მოესმინათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?