გოგონამ ქუჩიდან უსუსური კნუტი აიყვანა და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეიტყო, რომ გარეულ ცხოველს ზრდიდა
გოგონამ ქუჩიდან უსუსური კნუტი აიყვანა და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეიტყო, რომ გარეულ ცხოველს ზრდიდა
18 წლის არგენტინელი გაოცებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ უსაყვარლესი კნუტი, რომელიც ქუჩაში იპოვა, სინამდვილეში გარეული ცხოველი აღმოჩნდა.

ფლორენცია ლობო  სანტა როსა დე ლაილესის (არგენტინა) ქუჩებში სეირნობდა, როდესაც ცხოველის ტირილის ხმა მოესმა. ის ხმას გაჰყვა და უპატრონოდ მიტოვებული კნუტები აღმოაჩინა.

გოგონამ პატარა ცხოველები სახლში წაიყვანა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი უეცრად მოკვდა, ხოლო მეორე, რომელსაც პატრონმა ტიტო დაარქვა, დღითიდღე აქტიურდებოდა და პატრონისგან მუდმივად თამაშს ითხოვდა.

"ტიტოს უყვარს თამაში, კბენა და საკმაოდ სწრაფად დარბის. მას მოსწონს მაგიდაზე აძრომა და იქიდან გადმოხტომა", -
წერდა სოციალურ ქსელში ფლორენცია.

ჰიპერაქტიურმა "კატამ" ოთახებში იმდენი ირბინა, რომ თათი დაიზიანა. გოგონამ ის მიიყვანა ვეტერინართან,
რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ ეს კატა არ იყო, თუმცა, მან ზუსტად ვერ დაადგინა ცხოველის სახეობა.

Zooclub

ფლორენციას, "შინაური ცხოველის" სახეობის განსაზღვრაში არგენტინის ველური ბუნების გადარჩენის ფონდის სპეციალისტი დაეხმარა.

ყველანაირი ეჭვი გამართლდა: ტიტო პუმას გვარის წარმომადგენელი აღმოჩნდა. სახეობა - იაგუარუნდი. მტაცებლის ეს სახეობა  სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობს.

Zooclub

ამჟამად ტიტო ცხოველების თავშესაფარში ბინადრობს, სადაც ვეტერინარები მას თათზე მკურნალობენ. როგორც კი სპეციალისტები გადაწყვეტენ, რომ იაგუარუნდი დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს, მას ველურ ბუნებაში გაუშვებენ. 

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

მუშებს ეგონათ, რომ გაყინული მდინარიდან ძაღლი გადაარჩინეს

დიასახლისმა ქუჩიდან უცნაური კატა აიყვანა: "ფუფმულა, ბოროტი და კუდის გარეშე"

ბრიტანელმა წყვილმა "მინი-პიგი" იყიდა, მაგრამ ის უზარმაზარი ღორი გაიზარდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?