დიასახლისმა ქუჩიდან უცნაური კატა აიყვანა: "ფუფმულა, ბოროტი და კუდის გარეშე"
დიასახლისმა ქუჩიდან უცნაური კატა აიყვანა: "ფუფმულა, ბოროტი და კუდის გარეშე"
ეს ისტორია რიჩმონდში (აშშ) მცხოვრებმა დიასახლისმა სოციალურ ქსელში გააზიარა. ამ ისტორიამ ინტერნეტ მომხმარებლები დააინტერესა. მსგავსი რამ, შესაძლოა, მხოლოდ ფილმებში ხდება - სახალისო და ამავე დროს საოცრად მიამიტური. ქალმა ქუჩაში კატა გადაარჩინა, ხოლო შემდეგ გააცნობიერა, რომ ცხოველი უჩვეულოდ იქცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავდა, ისტორიამ შეინარჩუნა კომპოზიცია და ადამიანების გაოცება დაახლოებით ორჯერ მოახერხა.

გადავწყვიტეთ, სოციალური ქსელიდან გადმოტანილი ტექსტი მკითხველისთვის უცვლელად გაგვეზიარებინა, მინიმალური კორექციით, რადგან ეს გაცილებით ემოციური და საინტერესოა. ფოტოებიც ისტორიის გმირმა გადაიღო და ისინიც ყოველგვარი მონტაჟის გარეშე წარმოვადგინეთ.

"გასულ
საღამოს ვიპოვე კატა, რომელიც ჩემს ღობეში გაიჭედა და ყვიროდა, მას თავი სტკიოდა. მე ის სახლში
შემოვიყვანე, რადგან ცხოველი ფუმფულა და ჯანმრთელი ჩანდა, როგორც ჩანს, პატრონს სახლიდან გამოექცა. ჩემს ქუჩაზე ხშირად მეზობლის ძაღლები დარბიან და სახლიდან გაპარული არაერთი კატა მოუკლავთ. ის ისეთი მსუქანია, პატარა ზოლებით, თათებზე ლაქებით, ყურის უკან დიდი მრგვალი ზოლები აქვს. ამ კატის გარეგნობაში ერთადერთი უჩვეულო მისი მოკლე კუდია.

Zooclub

ის ძალიან ხმაურიანია (გაბოროტებული)! ჩემი აზრით, ტაბირებული ან ბენგალური ჯიშია, შესაძლოა, მეინ კუნი, რადგან ჩვეულებრივ, კატაზე მოზრდილი და ფუმფულაა. ეს ფოტოები წინა საღამოს გადავიღე, სინათლეზე თითქოს ყავისფერი ჩანს, მაგრამ მისი ბეწვი ნაცრისფერში გადადის.

Zooclub

კატა ძალიან მშიერი იყო. გთხოვთ, თუ ჩემს წერილს პატრონი კითხულობს, დამიკავშირდით, რაც შეიძლება სწრაფად, არ შემიძლია ცხოველის სახლში გაჩერება, რადგან ძალიან აგრესიული და გიჟია.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, ის სახლიდან გაიქცა, თუ არავინ დამიკავშირდება, მომიწევს მისი თავშესაფარში ჩაბარება. კვირას საღამოს თავშესაფარში წავიყვან. დღეს დილით ლამის თითები დავკარგე, რადგან კატა უხეშად მლოკავდა. მთელი დილის განმავლობაში ყვიროდა და არ გაჩერებულა. ახლა ის მხოლოდ ღრენის მაგვარ ხმას გამოსცემს.  გთხოვთ, გამომიგზავნეთ შეტყობინება ან ელექტრონული წერილი".

Zooclub

რამდენიმე საათის შედეგ დიასახლისმა სოციალურ ქსელში სტატუსი განაახლა შემდეგი ტექსტით:

"მადლობა, ვინც მითხრა, რომ სინამდვილეში ეს გარეული ფოცხვერი ყოფილა. აღარ მიკვირს, თუ რატომ იქცეოდა აგრესიულად. ფაქტობრივად, მე ის ტყიდან მოვიტაცე!!!  ამერიკელი არ ვარ და ფოცხვერის შესახებ არასოდეს გამიგია, რადგან ვფიქრობდი, რომ ყველა გარეული კატა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩემ მიერ გადარჩენილი! ვერ ვიჯერებ, რომ ის საკუთარი ხელით სახლში მოვიყვანე, რის შედეგადაც გაბრაზდა და მთელს სახლში კვალი დატოვა.

Zooclub

ყოველი შემთხვევისთვის, ბედნიერი ვარ, რომ კარგადაა და დაკარგული შინაური კატა არ აღმოჩნდა. ის უკვე ტყეში გავუშვი, საიდანაც მოვიდა. არ დაშავებულა, ასე რომ არ ინერვიულოთ. მეც კარგად ვარ, არანაირი ნაკაწრი და ნაკბენი!

Zooclub

და კიდევ, თუ თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დამცინოდა და უხეშ შეტყობინებებს მიგზავნიდა, იმის გამო, რომ ფოცხვერი კატა მეგონა, როცა ის დაბრუნდება, თქვენთან გამოვუშვებ."

მამაცმა დიასახლისმა, კარგი იუმორის გრძნობით, ფოცხვერი აიყვანა, სახლში დატოვა, მოუარა, გამოკვება, ფოტოები გადაუღო. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ მტაცებელი მაღალ ხმაზე ყვიროდა და მოსაფერებლად არ იკარებდა - წარმოიდგინეთ, როგორი ხასიათი უნდა ქონდეს!? - წერს სტატიის ავტორი.

ასევე იხილეთ:

"ხმა გავიგე, ხოლო შემდეგ ჭერიდან რაღაც ჩამოვარდა..." - მამაკაცის სახლში უიშვიათესი ცხოველის ოჯახი დასახლდა

ოჯახი რამდენიმე საათი ეძებდა თავის დაკარგულ ძაღლს, რომელიც უჩვეულო კომპანიონებთან ერთად სახლიდან გაიქცა

"ვიღაც რეკავდა 911-ში და ხმას არ იღებდა", პოლიციამ დამნაშავეები 16 ზარის შემდეგ გამოავლინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?