იაგუარუნდი - იშვიათი ცხოველის სახეობა, რომელსაც გადაშენება ემუქრება
იაგუარუნდი - იშვიათი ცხოველის სახეობა, რომელსაც გადაშენება ემუქრება
იაგუარუნდის ცხოვრების წესი რადგიკალურად განსხვავდება პუმას ცხოვრების წესისგან, მიუხედავად იმისა, რომ ლათინურად ამ იშვიათ ცხოველს Puma yagouaroundi ეწოდება.

მართალია, იაგუარუნდი კატისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა, ეს ცხოველი მათი წესების მიხედვით არ ცხოვრობს. მაგალითად , ის იშვიათად დაძვრება ხეებზე, მხოლოდ მაშინ, თუ ცხოველზე ნადირობს ან ხილის დაგემოვნება სურს. სანადიროდ შებინდებისას არ გადის, როგორც ეს სხვა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს სჩვევიათ, არამედ - შუა დღეს.

Zooclub


მისი სხეული გრძელი, ხოლო თათები მოკლეა. მსგავსი აღნაგობა მას ხელს უწყობს მიაღწიოს ისეთ ადგილებში, სადაც სხვა გარეული კატები ერიდებიან.
იაგუარუნდი
თავს კარგად გრძნობს ბალახით დაფარულ ტერიტორიებზე, ასევე - ზღვის დონიდან 3200 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ეკლოვანი
ბუჩქებით დაფარული ადგილებია.

მისი ცხოვრების ხანგრძლივობა ტყვეობაში 15 წელია, ხოლო ბუნებაში რამდენ ხანს ცოცხლობენ არ არის ცნობილი. ის ნადირობს ფრინველებზე, კურდღლებსა და სხვა პატარა ცხოველებზე.

Zooclub



იაგუარუნდი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნება და წითელ წიგნშია შეყვანილი.

კლასი - ძუძუმწოვარი.

რიგი - მტაცებელი.

ოჯახი - კატისებრთა.

სხეულის ზომა - 55-77 სმ.

კუდის ზომა - 60 სმ.

წონა- 4,5კგ-დან - 9კგ-მდე.

ბინადრობის არეალი - ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა.

ასევე იხილეთ:

თევზები ყველაზე დიდი პირით - პალეონტოლოგების აღმოჩენა

საქართველოს წითელი წიგნი

ტამანდუა - უცნაური და სასაცილო ცხოველი

999
რა ლამაზი ცხოველია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?