error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/e55c4d388d3a03789496d5a3d78c655a.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
კაცმა თავის სახლში პუმა აღმოაჩინა (+ვიდეო)
კაცმა თავის სახლში პუმა აღმოაჩინა (+ვიდეო)
თუ თქვენი სურვილები ხდება და მეოთხე კატის მოყვანა გსურთ, საღამოობით დაათვალიერეთ სახლის სარდაფი, იქ შეიძლება კატა ან სულაც პუმა აღმოაჩინოთ. სწორედ ასეთი უცნაური რამ შეემთხვა ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ჯეისონ არჩინაკოს.

NBC Los Angeles-თან საუბრისას, იგი ჰყვება, რომ მისი სახლის სარდაფში ხვადი პუმა აღმოაჩინა. ცხოველი შეამჩნიეს სპეციალისტებმა, რომლებიც შენობაში დაცვის სისტემას აყენებდნენ.

უსახლკარო ცხოველების დამჭერი სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს პუმა სახლიდან გამოედევნათ, თუმცა, მათი ცდა წარუმატებელი გამოდგა. თავიდან ისინი ცხოველს გრძელი ჯოხის ბლაგვი წვერით ჩხვლეტდნენ, შემდეგ ტენისის ბურთები დაუშინეს, რამაც ასევე არანაირი შედეგი გამოიღო. საბოლოოდ, მათ
სცადეს ერთხმად დაეყვირათ, რადგან ეს ტაქტიკა მაგალითად, კოიოტის დაჭერისას არის გამოსადეგი, თუმცა, პუმას ამანაც ვერ
დაატოვებინა სარდაფი. აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში მტაცებელი ადამიანებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.

Zooclub

მას შემდეგ, რაც ყველა მეთოდი გამოყენებულ იქნა, ველური ბუნების დაცვის სამსახურის თნამშრომლებმა გადაწყვიტეს უბრალოდ დალოდებოდნენ, სანამ პუმა გადაწყვეტდა გარეთ გამოსვლას. მათი აზრით, ცხოველმა სარდაფი თავის ბუნაგად ჩათვალა.

სპეციალისტებმა გარეული ცხოველის იდენტიფიკაცია მოახდინეს, როგორც P-22. როგორც აღმოჩნდა, ცხოველი სამი წლის წინ სანტა-მონიკის მთიდან დაეშვა და ორი მსხვილი ავტოსტრადა გადაკვეთა და არჩინაკოს სახლის სიახლოვეს, გრიფფიტის პარკში დასახლდა.

ჯეისონ არჩინაკომ აღნიშნა, რომ მის სახლში სამი კატა ცხოვრობს და ოჯახი კიდევ ერთის მოყვანაზე ფიქრობდა.
“ჩემს მეუღლეს მეოთხე კატის მოყვანა უნდოდა, თუმცა, არა ამგვარად”, - აღნიშნა სახლის პატრონმა.

NBC Los Angeles-ის ცნობით, P-22 ადრეც მოხვედრილა ახალ ამბებში. მაგალითად, შარშან პუმა ადგილობრივ ვეტერინარულ განყოფილებაში ვირთხის შხამით მოწამვლის შედეგად მკურნალობის კურსს გადიოდა.

იხილეთ ვიდეო
liza
ვაიმე საყვარელი ამის ზედმეტსახელი უნდა იყოს ხათაბალა:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?