error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/d7be819102598beb4bc374cf4cbf901b.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ამბავი პუმას გადარჩენაზე, რომლის სახლიც გადარჩენამდე მხოლოდ სატვირთო მანქანის საბარგული იყო..
ამბავი პუმას გადარჩენაზე, რომლის სახლიც გადარჩენამდე მხოლოდ სატვირთო მანქანის საბარგული იყო..
ეს პუმა, სახელად მუსტაფა მთელი ცხოვრება ცირკის სატვირთოს საბარგულში, რკინის ნივთებთან მიჯაჭვული ცხოვრობდა. სატვირთო მანქანა მისი ერთადერთი სახლი იყო.

ჯერ კიდევ პატარაობისას, იგი პერუს ცირკს მიყიდეს, როგორც ეგზოტიკური ცხოველი და პუმა სოფლიდან-სოფელში დადიოდა, როგორც ერთ-ერთი ატრაქციონი.

Zooclub

როდესაც არ იყო გამოსვლები, ის რკინის სახლის კუთხეში მოკუნტული იწვა.

Zooclub

"არასოდეს მინახავს ასეთი სევდიანი რამ. კუთხეში მიმწყვდეული ველური ცხოველი", - ამბობს პუმას ერთ-ერთი გადამრჩენი, ცხოველთა საერთაშორისო დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი იან კრიმერი.

Zooclub

მუსტაფა საერთოდ არ იჩენდა აგრესიას გარშემო მყოფების მიმართ. მას ისიც კი არ ეტყობოდა, რომ ცოცხალი იყო,
მაგრამ ყველას იმედი აქვს, რომ ცხოველთა დამცველები შეძლებენ მის მოვლასა და სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებენ.

Zooclub

მუსტაფას
გათავისუფლებამდე რამოდენიმე საათით ადრე, ცხოველთა დამცველებმა მსგავს მოხეტიალე ცირკს ჩამოართვეს ვეფხვი, სახელად გუვერი. ისიც საშინელ მდგომარეობაში დახვდათ.

Zooclub

"როგორც ჩანს, ცირკის მუშაკებს სულ მცირე წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ცხოველები და როგორ უნდა მოუარონ მათ", - ამბობს იანი.

Zooclub

სულ მალე ყველა გადარჩენილ ცხოველს თავის ნამდვილ სახლში გაუშვებენ, სადაც არ იქნება რკინის გისოსებიანი ღობე, სადაც ისინი მშვიდად და თავისუფლად იცხოვრებენ.
natela
იმიტომ მეჯავრება ცირკი ჯალატები და სადისტები არიან ცხოველების ცოდვა მალე დაეწევა ყველას
kim
ესენი ვეგარ შეეგუებიან ბუნებას,ვერ ინადირებენ და შიმშილით დაიგუპებიან
lia
თაკომ თქვა ჩემი სათქმელი და აღარ გავმეორდები...ვერ ვიტან ცირკს! არასოდეს წამიყვანია ჩემი შვილი ცირკში! ვერც მონადირეებს ვიტან...
nat
გაგიჯდა ხალხი რას ერჩიან ამ ცხოველებს ვაიმეეე რააააააა
tako
არ ვიმსახურებთ რომ ჩვენ გვერქვას ადამიანები და მათ ცხოველები -_- ადამიანზე დიდი ცხოველი ჯერ არ გაჩენილა დედამიწაზე და შაუძლ;ებელია ოდესმე გაჩნდეს -_- ბოლოს ყველაფერს ადამიანი მოუღებს და არა ეს ცხოველები რომლებიც ამ ბოლო პერიოდში ადამიანებზე ბევრად უსაფრთხონ არიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?