თევზები ყველაზე დიდი პირით - პალეონტოლოგების აღმოჩენა
თევზები ყველაზე დიდი პირით - პალეონტოლოგების აღმოჩენა
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა უძველესი თევზის ორი სახეობის ნაშთები აღმოაჩინა.
ეს სახეობა (Rhinconichthys) უკვე აღარ არსებობს დედამიწაზე. ისინი 92 მილიონი წლის წინ დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ.

მათი სიგრძე 2 მეტრი იყო და პლანქტონით იკვებებოდნენ. ასევე მათ ერთი საინტერესო განსხვავება ქონდათ: გიომანდიბულად (hyomandibulae) წოდებული წყვილი ძვალი ბერკეტის მაგვარს ქმნიდა, რომელიც ცხოველს საშუალებას აძლევდა ყბა ძალიან დიდად გაეღო - გამოდიოდა, ასე ვთქვათ, პირი-პარაშუტი. სწორედ, მისი მეშვეობით პირში უფრო მეტი პლანქტონი ხვდებოდა.

“ამ სახეობის წარმომადგენელთა ნაშთები ძალიან იშვიათია, - ყვება კვლევის ერთ-ერთი ავტორი კენსიუ სიმადა,
პალეობიოლოგი დე პოლიას უნივერსიტეტიდან. - ადრე ინგლისის ტერიტორიაზე მეცნიერთა სხვა შემადგენლობასთან ერთად მხოლოდ ერთი სახეობის
ნაშთებს აღმოვაჩინეთ. თუმცა, ამჯერად ჩვენ ერთი თავის ქალა ჩრდილოეთ ამერიკაში (კოლორადო) და მეორე იაპონიაში ვიპოვეთ. ისინი სხვადასხვა სახეობას ეკუთვნოდა. ამგვარად გაირკვა, რომ ამ არსებების მრავალფეროვნება და არეალი მნიშვნელოვნად დიდია.
უცნაურია, ჯერ კიდევ რა ცოტა რამ ვიცით ჩვენი პლანეტის ისტორიული წარსულის ორგანიზმების ბიომრავალფეროვნების შესახებ”.

Zooclub

თევზებმა სახელები სახეობების მიხედვით მიიღეს R. purgatoirensis და R. uyenoi.

Rhinconichthys - Pachycormidae-ის გადაშენებული ოჯახი წარმოადგენდა ყველაზე მსხვილძვლიან თევზებს, რომლებიც კი ოდესმე ცხოვრობდნენ დედამიწაზე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?