ბრიტანელმა წყვილმა "მინი-პიგი" იყიდა, მაგრამ ის უზარმაზარი ღორი გაიზარდა
ბრიტანელმა წყვილმა "მინი-პიგი" იყიდა, მაგრამ ის უზარმაზარი ღორი გაიზარდა
შინაური ცხოველები ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ფუმფულა, კუდიანი, დინგიანი და ა.შ. სახლში შეგიძლიათ ნებისმიერი შინაური ცხოველის მიყვანა, მათ შორის უზარმაზარი ღორისაც კი. ბრიტანელი წყვილის, გრემების ოჯახში ღორი, სახელად გრეისი ბინადრობს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი 177 კგ-იანი შინაური ბინადრის აყვანას არ აპირებდა, დღეს ღორი მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

ნაიჯელ გრემიმ ცოლისთვის საჩუქრად მინი-პიგი იყიდა. ძაღლისა და კატის ყოლა მათ არ შეუძლიათ, რადგან სემს (ნაიჯელის ცოლი) ამ ცხოველებზე ალერგია აქვს, ამიტომ მათ გადაწყვიტეს იმ გოჭის აყვანა, რომელიც დიდი არ იზრდება.

როდესაც ნაიჯელი ფერ
მას ესტუმრა, მას გოჭის მშობლები აჩვენეს - ორი ზრდასრული ღორი, რომელიც სიმაღლეში მუხლამდე წვდებოდა. ფერმერის თქმით, ეს
ჯიში 31 კგ-მდე იზრდებოდა.

პატარა ცხოველს გრეისი დაარქვეს

Zooclub

როგორც ჩანს, გრემების ოჯახის ახალ ბინადარს დედ-მამის გენები არ გამოჰყვა, რადგან ხუთი წლის შემდეგ მინი-პიგი უზარმაზარ, 177-კილოგრამიან ღორად გადაიქცა.

ნაიჯელი ფერმერს არ ადანაშაულებს. მისი თქმით,  შესაძლოა, გრეისის ზრდა გაძლიერებული კვებისგან იყოს გამოწვეული. ღორი კვირაში 9 კგ. საკვებს მიირთმევს, გარდა ამისა, ოჯახის წევრები მას  სხვადასხვა სასუსნავით ანებივრებენ.

გრეისი სახლში დედოფალივით ცხოვრობს. ღორმა უარი თქვა ეზოში გაკეთებული ხის ქოხში ძილზე და ახლა მას ბინაში თავისი საწოლი აქვს, ორთოპედიული მატრასით.

Zooclub

ამასთანავე, ღორს უყვარს დივანზე პატრონთან ერთად ტელევიზორის ყურება.

Zooclub

როგორც ცხოველის პატრონები აღნიშნავენ, გრეისი საოცრად მოწესრიგებული და კარგად აღზრდილი შინაური ცხოველია.

ნაიჯელის თქმით, გრეისი ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის ეზოში გადის - მისთვის ბინაში სპეციალური კარი გააკეთეს, რათა მან სურვილისამებრ შეძლოს გარეთ გასვლა.

პატრონები არ ბრაზდებიან იმის გამო, რომ მათი "მინი-პიგი" უზარმაზარი ღორი გაიზარდა.

Zooclub

"ის ხასიათით არ ჰგავს ღორს და არაფრით გამოირჩევა ძაღლისგან ან კატისგან. გრეისი ჩემს შვილზე მოწესრიგებულია და მას ყველაზე მეტად ვუყვარვარ", - ამბობს ნაიჯელი.

მეტიც, გრეისმა ოჯახი შთააგონა, კვების რაციონში ცვლილებები შეეტანათ.

Zooclub

ნაიჯელის თქმით, ლორი და ღორის ხორცი საკვები რაციონიდან სრულიად ამოიღეს, რადგან მათი შინაური ცხოველის მიმართ ეს უპატივცემულობა იქნებოდა. ის ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელიც პატრონებს ძალიან უყვართ და გრეისიც მათ მიმართ სითბოსა და მადლიერებას გამოხატავს.

ასევე იხილეთ:

მეგობრებს ეგონათ, რომ ჯუჯა გოჭი იყიდეს, თუმცა, მალე ის 300 კილოიან უზარმაზარ, მაგრამ საყვარელ და ნაზ არსებად იქცა

"მინი-პიგი ვიყიდე, მაგრამ 3 წელიწადში ის ასი კილო ღორი გახდა..."
ჯარჯი
ჩაიწვინეთ ღორი საწოლში და ბუმბულის საბანი დააფარეთ. დანა-ჩანგლით ჭამაც ასწავლეთ.
ბელა
მაპატიეთ, მაგრამ ეს ცხოველების სიყვარული პათოლოგიაში გადაიზარდა. გული მერევა-ღორი ტახტზე! ბოლოს და ბოლოს აცალეთ ცხოველს ცხოველობა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?