დაბმული ძაღლი წვიმაში სველდებოდა, წყვილი მას მიუახლოვდა და...
დაბმული ძაღლი წვიმაში სველდებოდა, წყვილი მას მიუახლოვდა და...
წყვილი თავსხმა წვიმის დროს ქუჩაში სეირნობდა, როცა ბოძთან დაბმული ძაღლი დაინახა. ცხოველი სველდებოდა და მას არსად შეფარების საშუალება არ ჰქონდა. გოგონამ თავის მეგობარს სთხოვა, საწვიმარი გაეხადა და ძაღლისთვის მიეფარებინა. ისინი იდგნენ წვიმაში და უცხო ადამიანის ძაღლს იცავდნენ დასველებისგან.


ადამიანები, რომლებიც ახლო მდებარე მაღაზიაში იმყოფებოდნენ, შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ წყვილის საქციელს. მაღაზიის ადმინისტრაციამ მათ ქოლგები გამოუტანა.

Zooclub

წყვილი 20 წუთის განმავლობაში ელოდებოდა ძაღლის პატრონს. პატრონის მისვლამდე, ისინი ქოლგებით იდგნენ ცხოველის გვერდით.

მაღაზიის თანამშრომლებმა ფოტოები Facebook-ის გვერდზე განათავსეს შემდეგი კომენტარით: "ეს დიდი სიკეთეა,
როცა სულიერ არსებას არ მიატოვებ და დაეხმარები. ჩვენც დიდი სურვილი გაგვიჩნდა დავხმარებოდით მათ."

ასევე იხილეთ:

5
საოცარი ისტორია ცხოველებზე


"მე არსად მაქვს წასასვლელი, კატასთან ერთად ვინ მიმიღებს"

მამაკაცი, რომელსაც ალცჰეიმერის დაავადება აქვს არ ლაპარაკობდა, თუმცა, ძაღლმა მისი ცხოვრება შეცვალა

.......
გადაებათ გვერდით ან აეშვათ და მოფარებულში დამგარიყვნენ. სიდებილეა
f
ადამიანები საუკუნეებია ვირწმუნებთ თავს და ვარწმუნბთ სხვებსაც რომ სული მარტო ჩვენ გვაქვს და ცხოველები მხოლოდ ცხოველები არიან. მაგრამ მე ვთვლი რომ თუ სული მართლა არსებობს მაშინ ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია.
fiso-gori
ცრემლები თავისით პოულობს გზას, თავს ვერ ვიკავებ, ნეტავ ყველა ადამიანი ასეთი გულისხმიერი იყოს!
დალი ფხაკაძე
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები.ბევრი არ ფიქრობს იმაზე რომ ცხოველი სულიერი არსებაა და მასაც ისე სტკივა და უხარია როგორც ადამიანს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?