"მინი-პიგი ვიყიდე, მაგრამ 3 წელიწადში ის ასი კილო ღორი გახდა..."
"მინი-პიგი ვიყიდე, მაგრამ 3 წელიწადში ის ასი კილო ღორი გახდა..."
მიუხედავად ასეთი შედეგისა, ამერიკელმა გოგონამ ცხოველი არ მიატოვა. პირიქით, კიდევ უფრო მეტად შეიყვარა.

ლოს-ანჯელესში (აშშ) მცხოვრებმა მარსელა იგლესიასმა ფერმერების ბაზრობაზე "მინი-პიგი" (მინიატურული ზომის გოჭი, რომელიც არ იზრდება) იყიდა. გოგონამ ყველაზე გამხდარი და პატარა ზომის გოჭი შეარჩია და მას ჩუი დაარქვა.

მარსელა ვარაუდობდა, რომ ზრდასრულ ასაკში ცხოველი დაახლოებით 20 კგ-ს მიაღწევდა, თუმცა, ყოველ თვეს ჩუი უფრო და უფრო იზრდებოდა.

Zooclub

"ვფიქრობდი, რომ ბევრს ვაჭმევდი, ამიტომ მისი საკვების რაოდენობა შევამცირე, მაგრამ ჩუი მაინც იზრდებოდა", - ამბობს გოჭის პატრონი.

Zooclub

ჩუი 3 წლის გახდა და მისი
წონა 113 კგ-ია. მ
არსელი მიხვდა, რომ მინი-პიგის მაგივრად ფერმერმა ჩვეულებრივი ღორი მიჰყიდა.

Zooclub

"მე მასზე უარი არ ვთქვი, ის ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ჩუის ესმის და ასრულებს ბრძანებას "დაჯექი!". მას ხშირად ვაჭმევ რკოს და სახლსაც იცავს. ძალიან მინდა დაინგრეს მითი, რომ ღორი ბინძური არსებაა. ის საოცრად მგრძნობიარე და ერთგული ცხოველია", - ამბობს მარსელა.

Zooclub

პატრონმა ღორს დოკუმენტები გაუკეთა, რის თანახმადაც ჩუი ცხოველი-თერაპევრტია, რომელიც პანიკური შეტევების დროს გოგონას დახმარებას უწევს.

Zooclub

მეზობლების ჩივილის საფუძველზე, მარსელა ქალაქიდან მოშორებით გადავიდა. მან თავშესაფრიდან კიდევ ორი გოჭი, ორი ძაღლი და კურდღელი აიყვანა.

Zooclub

მარსელას სამომავლო გეგმებშია, აიყვანოს მინი-ძროხა ან კაპიბარა, მაგრამ  ამ იდეას მეგობრები არ უწონებენ.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მეგობრებს ეგონათ, რომ ჯუჯა გოჭი იყიდეს, თუმცა, მალე ის 300 კილოიან უზარმაზარ, მაგრამ საყვარელ და ნაზ არსებად იქცა

ძროხის სახეობა, რომელიც ფუმფულა სათამაშოს მოგაგონებთ, 2011 წელს ამერიკელმა ფერმერებმა გამოიყვანე
mnia-mnia
ოოო რა მწვადს და კუპატს დაყრიდააა,აფსუს!
status quo
ვაი ამის პატრონს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?