ხშირად ჭარბწონიანი ადამიანების ძაღლებსაც ზედმეტი წონა აწუხებთ
ხშირად ჭარბწონიანი ადამიანების ძაღლებსაც ზედმეტი წონა აწუხებთ
"იმ ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები აწუხებთ, ხშირ შემთხვევაში ჭარბწონიანი ძაღლები ჰყავთ"- ამბობს მკვლევარი დანიელი.

ცნობილი ფაქტია, რომ შინაური ბინადარი თავის პატრონს ჰგავს, ეს მათ გარეგნობაზეც აისახება. კოპენჰაგენის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჭარბწონიან ადამიანს, ასევე მსუქანი შინაური ბინადარი ჰყავს. ამასთანავე, პატრონი არ აკონტროლებს ძაღლის წონას, ისევე როგორც საკუთარს.

ადამიანი, რომელიც მძიმე წონით იტანჯება, ხშირად თავის შინაურ ბინადარსაც ნორმაზე მეტ საკვებს აძლევს, ამ ქმედებით ის დემონსტრირებას ახდენს, რამდენად დადებითი დამოკიდებულება აქვს ოთხფეხა მეგობართან. მსგავს ოჯახებში შინაურ ბინადარს ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევენ იმ მნიშვნელობით,
რომ ცხოველი იმსახურებს ყველა სახის საკვებს, რომელსაც თავად პატრონი მიირთმევს.

მკვლევარების თქმით, ჭარბწონიანი ადამიანი თავის
ძაღლთან ერთად ცოტას სეირნობს, რაც კალორიების დაწვას ხელს უშლის.

ზოგჯერ ძაღლის მფლობელები დამნაშავედ მიიჩნევენ თავს, რადგან თავის ოთხფეხა მეგობარს საკმარის დროს ვერ უთმობენ სამსახურის გამო, ამიტომ მოფერების ან სეირნობის ნაცვლად, ისინი გემრიელი სასუსნავებით ანებივრებენ ძაღლს, რათა დანაშაული გამოისყიდონ.

სპეციალისტების რჩევა - პატრონებმა, რომლებიც ზედმეტ კილოგრამებს უჩივიან, რაც შეიძლება დიდხანს უნდა ისეირნონ და ივარჯიშონ ძაღლთან ერთად.

ასევე იხილეთ:

ძაღლი გვიხსნის დეპრესიისგან და დაბერებისგან

ძაღლის ჯიშები, ადამიანის ხასიათის მიხედვით

მეცნიერების დასკვნით, ძაღლის კოცნა იმუნიტეტს ამაღლებს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?