ძაღლი გვიხსნის დეპრესიისგან და დაბერებისგან
ძაღლი გვიხსნის დეპრესიისგან და დაბერებისგან
ცნობილია ფაქტი, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ძველი ჭეშმარიტება. მათი დასკვნებიდან გამომდინარე, შინაურ ბინადრებთან ურთიერთობა ძალიან პოზიტიურად აისახება ადამიანის ფიზიკურ აქტიურობასა და ჯანმრთელობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ძაღლების ყოლა დაბერების საათს უკან ატრიალებს. სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის სპეციალისტების აზრით, თუ ადამიანს ჰყავს ძაღლი, მისი ფიზიკური აქტიურობის დონე მასზე დაახლოებით 10 წლით ახალგაზრდა ადამიანის ეკვივალენტია.

ამასთან, ადამიანისთვის სასარგებლოა ფეხით სეირნობა თავის ბინადართან ერთად.

მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ აქტიურობის შენარჩუნება ასაკში მრავალი პრობლემისგან გვიხსნის, მათ შორის
დაავადებებისგან, რომელიც დაკავშრებულია ძვლებთან და კუნთებთნ. ეს დადებითად აისახება ფსიქიკის სიჯანსაღეზეც. ჩვეულებრივ, ძაღლების პატრონები იშვიათად
განიცდიან დეპრესიას.

გამოკვლევების დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ 547 ხანში შესულ ადამიანს, რომელთა საშუალო ასაკი 79 წელს შეადგენდა. ერთი კვირის განმავლობაში მათ თან უნდა ეტარებინათ აქსელერომეტრი, რაც მათი მოძრაობის აქტიურობას გაზომავდა.
დაკვირვების ქვეშ მყოფთაგან 9% (50 ადამიანი) ძაღლის პატრონი იყო. მათ გაცილებით დაბალი შფოთის დონე და დეპრესია აღმოაჩნდათ. ასევე, საშუალოდ ისინი 12%-ით აქტიურები იყვნენ სხვა დანარჩენ მონაწილეზე.

Zooclub

საერთო ჯამში შედეგმა აჩვენა, რომ ძაღლის ყოლა დიდი ალბათობით იწვევს ასაკოვანი ადამიანების აქტიურობის მოტივაციას და ეხმარება მათ სხვადასხვა პოტენციური ბარიერის გადალახვაში, რაც სწორედ აქტიურობაში უშლით ხელს – მაგალითად ცუდი ამინდი, სოციალური ხელშეწყობის ნაკლებობა და ღელვა პირად უსაფრთხოებაზე.
ასევე, სხვა დადებითი მომენტია, როდესაც ძაღლთან ერთად სეირნობისას ძაღლის პატრონს მეტი შანსი აქვს გაიცნოს ადამიანები იმ რაიონში, სადაც ცხოვრობს. ადამიანებთან ურთიერთობა კი თავისთავად შესანიშნავ სტიმულს წარმოადგენს სახლიდან გასასვლელად.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?