მეგობრებს ეგონათ, რომ ჯუჯა გოჭი იყიდეს, თუმცა, მალე ის 300 კილოიან უზარმაზარ, მაგრამ საყვარელ და ნაზ არსებად იქცა (+ფოტო)
მეგობრებს ეგონათ, რომ ჯუჯა გოჭი იყიდეს, თუმცა, მალე ის 300 კილოიან უზარმაზარ, მაგრამ საყვარელ და ნაზ არსებად იქცა (+ფოტო)
ზოგჯერ ცხოვრებამ შეიძლება, მოულოდნელი საჩუქარი მოგიძღვნათ. როდესაც კანადელმა სტივ ჯენკინსმა და დერეკ უოლტერმა ესტერი იყიდეს, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ჯუჯა გოჭი იყო.

2 წლის შემდეგ პაწია გოჭი დიდ ღორად გადაიქცა, მაგრამ სიყვარულმა და მეგობრობამ, რაც მათ ესტერმა აჩუქა - ერთმნიშვნელოვნად შეცვალა მათი ცხოვრება. ესტერი ოჯახის წევრად იქცა და მშვენივრად შეეწყო შინაურ ცხოველებს.

Zooclub

როდესაც დერეკი და სტივი მიხვდნენ, თუ რამდენად ჭკვიანი და მეგობრული იყო ესტერი (ღორები ხომ ისეთივე ჭკვიანები და ბევრად უფრო სუფთები არიან, ვიდრე ძაღლები), ისინი ვერ შეეგუვნენ ფიქრს, რომ
აქამდე ჭამდნენ ესტერის მსგავს სხვა ღორებს.

Zooclub

ამგვარად, დერეკი და სტივი ვეგეტარიანელები გახდნენ. მათ იმდენად შეუყვარდათ
ესტერი, რომ ამ სიყვარულით შთაგონებულებმა ცხოველთა თავშესაფრის გახსნა გადაწყვიტეს. მეგობრებმა Indiegogo-ის მეშვეობით, 440 225 დოლარი შეკრიბეს და თავიანთი ოცნების ახდენას შეუდგნენ!

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
daro takhchiaidze
ყველაფერი მომწონს რაც ცხოველებს და ფრინველებს ეხება.დიდ სიხარულს მანიჭებენ.მადლობას გიხდით.ძალიან საყვარლები არიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?