ბავშვები მშობლებისგან სწავლობენ, რომ სადილი ოჯახის წევრებთან ერთად უნდა მიირთვან. სპილოებისთვის კი ეს არავის უსწავლებია, ერთად სადილობა მათი ინსტიქტია.
მგელი შეჰყურებს მთვარეს და ასე ყმუის, როდესაც დარდიანია

ადამიანების მსგავსად, მგლებიც განიცდიან ახლობლის სიკვდილს. ისინი ასეთი მოქმედებით თავიანთი ხროვის წევრის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას გამოხატავენ.
ღორი ბავშვზე ჭკვიანი არსებაა

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ღორს უფრო მეტად აქვს კოგნიტური ფუნქციები განვითარებული, ვიდრე 3 წლის ბავშვს.
ბულტერიერი და პიტ ბულის ჯიშის ძაღლები ჭკვიანები და მოსიყვარულე ჯიშები არიან

ორივე ჯიში ადვილად იწვრთნება,
ჭიანჭველა- ყველა დროის ძლიერი არსება

როდესაც ჭიანჭველები ერთად არიან,ისინი უდიდეს ძალას ქმნიან. ძველ დროში, მათ ერთობლივ ძალას იყენებდნენ ადამიანის ჭრილობის მოსაშუშებლად. ამასთანავე, ჭიანჭველებს შეუძლიათ თავიანთ წონაზე 50-ჯერ მეტი სიმძიმის ტვირთის აწევა.
ვარანი - სუსტია, თუმცა, სასიკვდილოდ საშიში დინოზავრი

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, კატის თავდასხმა უფრო საშიშია, ვიდრე ვარანის, იმიტომ რომ, ის ზანტი და სუსტი არსებაა. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ის შხამიანი არსებაა, მისი ნაკბენი ძალიან საშიშია.
თუმცა, კოღოს ნაკბენი უფრო საშიშია, ვირდე ვარანის

ვარანს შესაძლოა, მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე ვერსად შეხვდეთ. კოღო კი მეტად გავრცელებულია და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადამტანია. სტატისტიკურად, კოღოს ნაკბენით წელიწადში 3 მილიონი ადამიანი კვდება.
ქათმის თვალი- მომავლის მეცნიერებაა

ქათმის თვალი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება "მოუწესრიგებელი ჰიპერერთგვაროვნება". მას შეუძლია სინათლის დაკრისტალება, ასევე მისი სითხედ ქცევა. ჯერჯერობით, შეუძლებელია ამ ყველაფრის აღქმა ,თუმცა, ერთი რამ ნათელია - ქათმის წყალობით, კაცობრიობას მომავალში არა ერთი აღმოჩენა ელის.
ასევე იხილეთ:
საინტერესო ფაქტები ცხოველებზე
5 საოცარი ისტორია ცხოველებზე
უცნაური ფაქტები ძაღლების შესახებ