რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
ბეკონი, ძეხვი, სოსისი - ერთი შეხედვით ამათზე უარის თქმა არ არის ადვილი. სინამდვილეში ისტორია ცხადჰყოფს, რომ ახლო აღმოსავლეთში ღორის ხორცი პოპულარული იყო ძვ. წ.აღ-ით პირველ ათასწლეულამდე. რამ აიძულა ადგილობრივი მცხოვრებლები ღორის ხორცის მიღებაზე უარი ეთქვათ?

ამ ფენომენის კვლევით მრავალი მკვლევარი იყო დაინტერესებული საუკუნეების მანძილზე და მრავალი ახსნა იქნა შეთავაზებული. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახსნა მიუთითებს მომთაბარე ცხოვრების წესზე. ღორები საკმაოდ პრეტენზიულები არიან ცხოვრებაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის მუდმივი ცვლის დროს მათი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა ძნელია და უფრო მეტად რთული კი მათი
ურიკებით ტრანსპორტირებაა.

სხვა ვერსია წყლის მოთხოვნილებას ეყრდნობა: ძაღლებს საკმაოდ ბევრი წყალი სჭირდებათ. უწყლო რაიონებში ეს
შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილიყო. მაგრამ ამერიკელი ანთროპოლოგის, რიჩარდ რედდინგის აზრით, ეს ყველაფერი მთავარი მიზეზის მხოლოდ დეტალებია: ღორები დამარცხდნენ ქათმებთან კონკურენციაში.

ერთის მხრივ, ფრინველების შენახვა და ერთი ადგილსამყოფელიდან მეორეში გადაყვანა შედარებით მარტივია. მეორეს მხრივ, ისინი ბევრად ნაკლებ წყალს იყენებენ და ამასთან, აწარმოებენ არა მხოლოდ ხორცს, არამედ იმდენად ძვირფას დიეტურ პროდუქტს, როგორიცაა კვერცხი. და ბოლოს, დაკლული ქათმის შეჭმა ორ საათშიც შეიძლება და ეს პატარა ოჯახს სრულიად ადვილად შეუძლია, როდესაც დიდი ღორის ხორცის შენახვა შებოლვის, ან დამარილების საკმაოდ რთულ პროცედურას მოითხოვს იმის გამო, რომ დარჩენილი ხორცი არ გაფუჭდეს. ცხელი კლიმატის პირობებში ეს ფაქტორი შეიძლება თითქმის გადამწყვეტი ყოფილიყო.

პროფესორი რედდინგი ვარაუდობს, რომ ამ ყველაფერმა ერთად აღებულმა მეფრინველეობა ბევრად ეკონომიურად ეფექტური გახადა, ვიდრე უფრო ადრეული მეღორეობა და მხოლოდ მას მერე ეკონომიკური აკრძალვა გადაიზარდა კულტურულ და რელიგიურ აკრძალვაში. გამონაკლისად იქცა მხოლოდ იშვიათი ტყიანი და ტენიანი რაიონები, სადაც არ იყო საჭირო მომთაბარეობა და ღორისა და ფრინველის წყლით და საჭმლით უზრუნველყოფა სრულიად შესაძლებელი იყო.
fsiuuu@gmail.com
ჩეჩენი ახლობელი მყავს და ღორს ხომ არ ჭამს და სხვა დანარჩენი ცხოველის ხორცსაც თუ მუსლიმურ რიტუალებით არ არის დაკლული არ იჭმევა,მაგრამ ის ჭამდა ღორის გარდა სხვა ხრცს, ზოგადად კი წესით არ იჭმევა.
Nita
რელიგიის ბოლომდე მიმდევარი მუსლიმი არავითარ შემთხვევაში არ ჭამს ღორის ხორცს. ჩემი ნაცნობი, აქაური მუსლიმებიც მიირთმევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აკრძალული აღარ აქვთ. უბრალოდ ზოგი მისდევს მაგ წესს და ზოგი არა.
maiko
ებრაელები იმიტომ არ ჭამენ რომ მათი რწმენით ადამიანის საკვები ცხოველი მცოხნელი უნდა იყს...რეალლურად ეს ალბათ იქაური ცხელი კლიმატის გამოა. როგორც ვიცი ღორის ხორცი ძაან მალე ფუჭდება, ჩვენთანაც ღორს ხომ ზამთარში კლავენ ძირითადად... მუსულმანობა საღავეს იუდეიზმიდან იღებს, და ეგ წესიც გადაიღეს, თან ისლამი ასევე ცხელ ქვეყანაში შეიქმნა და მაგიტო აქვთ აკრძალული...
d
რელიგიური თვალ საზრისია და არა ეს სისულელები.ცნობისათვის თურქეთში მრავლადა გარეული ღორი,არ წყალი უნდა და არც გადააგილება.მარა არ ჭამენ თურქები.
ჯორჯ
აკ ერტმა უვიცმა ტკვა რომ დზროხას უპრო ხას უპრო აკვს ხოლესტერინი ვიდრე გორსო ვაი მაგის პატრონს!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?