error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/508f30b587e5830da3d21d43e1e19362.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რჩევები მათთვის, ვინც გადაწყვიტა შინ კატა იყოლიოს
რჩევები მათთვის, ვინც გადაწყვიტა შინ კატა იყოლიოს
თქვენ მიიყვანეთ სახლში პატარა კნუტი... გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ლამაზი სათამაშო, ეს არის ცოცხალი არსება, რომელიც ითხოვს ისეთივე დიდ ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს, როგორც პატარა ბავშვი.






პირველ დღეებში კნუტი შეიძლება იყოს მოწყენილი, მარტოსული, თავიდან მას ეშინია ახალ გარემოში ყიფნის, დაუწყებს ძებნას დედას და თავის და-ძმას. ამიტომაც, შეეცადეთ, თავიდან დიდი დრო დაუთმოთ მას.
Zooclub


როგორც წესი, კნუტი თავის სახელს პირველივე დღეებშივე იმახსოვრებს, მთავ
არია, სახელი დაუძახოთ ხშირად, იმ პერიოდში, როცა საკვებს მიაწვდით კნუტს. თავდაპირველად შეეცადეთ, ბავშვები არ მიუშვათ მასთან, რომ გაუთვითცნობიერებლად რაიმე არ დაუშაონ მათ.

არ შეიძლება კნუტის ხელით ტარება, მას დაბადებიდან უყვარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, თუნდაც
ძალიან პატარა იყოს, მაინც.

კატები ძალიან თავმოყვარე და თავისუფლებისმოყვარე ცხოველები არიან, თავიდანვე გირჩევთ, რომ ურთიერთგაგება დაამყაროთ მათთან. როდესაც რაიმეს დააშავებს, ყვირილითა და ჩხუბით ვერაფერს გახდებით მასთან. კატა ვერ იტანს ბრძანებლურ ტონს და უხეშ მიმართვას, მაგრამ ძალიან "აფასებს" პატრონის კეთილგანწყობასა და სითბოთივე პასუხობს მას.

ხშირ შემთხვევაში კონფლიქტი მომდინარეობს ტუალეტის შეჩვევასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, კატები ძალიან მოწესრიგებული ცხოველები არიან. მთავარია, აჩვენოთ, სად შეუძლიათ, რომ მოისაქმონ და გარწმუნებთ, ისინი მალევე მიეჩვევიან.

კატის ან კნუტის ხშირად ბანაობა არ შეიძლება, ამ დროს კანზე დამცავი ქერცლი იბანება, რაც არ არის სასურველი ცხოველისთვის – ის შეიძლება ადვილად გაცივდეს.

თუ კატა ავად გაგიხდათ, არასოდეს ეცადოთ, თქვენი მეთოდებით უმკურნალოთ მას, აუცილებლად მიიყვანეთ ვეტერინართან.

ოპტიმალური ასაკი, როდესაც შეგიძლიათ კნუტი დედას მოაშოროთ და დამოუკიდებლად იკვებოს, არის 12 კვირა.


ilia-s
შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია და ფოტო ჩვენი ფეიზბუქის გვერდზე. ჩვენი საიტის მეშვეობით გავარცელებთ დაკარგული კატის შესახებ.
ilia
დაგვეკარგა 3 წლის კატა რა ხერხს მივმართოთ მოსადზებნად?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?