სათამაშოები ტალღოვანი თუთიყუშისთვის
სათამაშოები ტალღოვანი თუთიყუშისთვის
ტალღოვანი თუთიყუშისთვის გალიაში განლაგებული სხვადასხვაგვარი სათამაშოები, ბუმბულოვან ფრინველს არამხოლოდ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარება, არამედ ბევრ რამეს ასწავლის .
ზოომაღაზიებში ტალღოვანი თუთიყუშებისთვის წარმოდგენილი თანამედროვე სათამაშოების ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია. იმისთვის რომ ბუმბულოვანმა მეგობარმა თამაში ისწავლოს და თითოეული სათამაშოსგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საჭიროა მისი სწორად პრეზენტირება და განლაგება.


გალიაში სათამაშოების განლაგება

ტალღოვანი თუთიყუშისთვის სათამაშოს არჩევისას , იზრუნეთ იმაზე, რომ ის ჩიტს ზომის მიხედვით შეესაბამებოდეს.

1. არ გადააჭარბოთ თქვენს სურვილში გაართოთ ფრინველი. გახსოვდეთ, რომ გალიაში სათამაშოების დიდი რაოდენობა ართულებს ჩიტის გადაადგილებას და მისი
ჯანმრთელობისთვის განსაზღვრულ საფრთხესაც კი წარმოადგენს.

2. ტალღოვანი თუთიყუშებისთვის გალიაში მოთავსებულ სათამაშოებს ეკრობა ჭუჭყი და მიკრობები,
ამიტომ ისევე როგორც სხვა აქსესუარები, სათამაშოები რეგულარულ გაწმენდას მოითხოვს.

3. გატეხილმა სათამაშოებმა შესალოა ჯანმრთელ ჩიტს საფრთხე შეუმნას, ამიტომ აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ თავიდან მოშორება.


სათამაშოსთან გაცნობა და თამაშის სწავლება

ნუ დაელოდებით, რომ თუთიყუში სიხარულით დააფრინდება ახალ სათამაშოს, ისე რომ ზუსტად წარმოიდგენს, რა უნდა გააკეთოს მისით. ყველაზე ხშირად გალიაში ახალი საგანი ჩიტში შიშს იწვევს. რათა ამას თავი ავარიდოთ, არ ღირს მაშინვე მოვათავსოთ სათამაშო გალიაში, დასაწყისთვის ის თუთიყუშს დისტანციიდან გააცანით.

თამაშის წესები თუთიყუშს უმჯობესია მითითების, ჩვენების გზით გააცნოთ, თუ როგორ უნდა ითამაშოს. გალიის ბინადრის მხირდან სათამაშოსადმი ნებისმიერი ინტერესი საჭიროა გავაძლიეროთ, წავახალისოთ ის რაიმე გემრიელით.

ნებისმიერი, თვით ყველაზე საინტერესო სათამაშოს, აუცილებლად ადრე თუ გვიან მობეზრდება ჩიტს, ამიტომ უმჯობესია პერიოდულად შევცვალოთ სათამაშოები ტალროვანი თუთიყუშისთვის.


სათამაშო ნისკარტისა და თათებისთვის

სათამაშო-ტრენაჟორები თათებისა და ნისკარტისთვის ყველაზე ხშირად შესრულებელია ჩამოსაკიდებლის ფორმით, თავისი კონსტრუქციით რთული ფიგურით, საქანელით ან საბაგიროთი.

მათი დამზადების მასალად გამოიყენება : პლასტმსამი, ხე, ტყავი და ქაღალდი. სათამაშოების გარკვეულ დეტალების სიმაგრეს ტალღოვანი თუთიყუში სიამოვნებით ამოწმებს ნისკარტით, იკმაყოფილებას რა განადგურების ვნებას და ამასთან ინარჩუნებს იქაურობსი ბატონპატრონის წოდებას. ასეთი სათამაშოები საშუალებას გვაძლევენ თავი დავაღწიოთ ნისკარტის პრობლემას ტალღოვან თუთიყუშებში.


მუსიკალური სათამაშოები


ყველაზე პოპულარულ სათამაშოებს ტალღოვანი თუთიყუშებისთვის წარმოადგენს კლასიკური ზარი და პაგრემუშკა. უფრო რთული ვარიანტია მთელი ჩამოსაკიდებელი კომპლექსი რამდენიმე ზარით. უფრო თანამედროვე შეიძლება ვუწოდოთ ზოომაღაზიებში წარმოდგენილ ინტერაქტიურ სათამაშოებს ჩიტებისთვის, რომლებიც თუთიყუშის მიერ ღილაკზე დაჭერისას ან უბრალოდ მის მოძრაობაზე გალიაში რეაგირებენ.


განმავითარებელი სათამაშოები

სასწავლო სატამაშოების მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ტალროვანი თუთიყუშების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობაზე და საკვების ძებნის ინსტინქტზე. იმისთვის რათა მიიღოს საკვების პორცია, რომელიც სათამაშოს კონსტრუქციაშია მოთავსებული, თუთიყუშმა გარკვეული მოქმედებები უნდა შეასრულოს: დააჭიროს ღილაკს, ღერძს ან გაიაროს ლაბირინთი.

სპორტული სათამაშოები ასევე ასრულებენ სასწავლო ფუნქციას - მათი დახმარებით შეიძლება მაგალითად, ფრინველისთვის სკეიტბორდზე დგომა, ან ხელბურთის თამაში.


სარკე

თუთიყუშის კიდევ ერთ კლასიკურ სათამაშოდ შეიძლება ჩავთვალოთ გალიაში მოთავსებული სარკე, თუმცა ამ აქსესუარს ყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. ერთნი თვლიან, რომ თუთიყუში, რომელიც დროგამოშვებით თავის ანარეკლს ესაუბრება, პატრონის არყოფნის დროს ნაკლებად განიცდის სიმარტოვეს, ხოლო მეორენი კი თვლიან, რომ მოჩვენებით ფრინველთან ურთიერთოა თუთიყუშს მეტად კეტავს ადამიანთან მიმართებაში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდ დროს უთმობს პატრონი თავის ბინადართან ურთიერთობას. თუ სარკე არის ფრინველის მხოლოდ მრავალი გასართობიდან მხოლოდ ერთ-ერთი, მაშინ მასში არაფერია საშიში.



მარიამი
როცა გალიიდან გადმოვსვავ ხოლმე ისევ შიგნით შედის რატომ?
მარიამი
როცა თუთიყუშის ხმას ვურთავ აქეთ-იქით დარბის ხოლმე მგონი მეორე თუთიყუშის მოყვანა უნდა რომ ეთამაშოს
მარიამი
როცა სარკეს ვუბრუნებ მეორე მხარეს გადადის და როცა მას ვუბრუნებ ნისკარტს ჩასჭიდებს ხოლმე რატომ?
ხატია.
ნამეტანი ნუ გაანებივრებთ სათამაშოებით, თორე საუბარს გვიან აითვისებს.
პაატა დავლიანიძე
მე მყავდა ტალღოვანი თუთიუშები დიდი ხნის მანძილზე, ოღონდ 2 ერთად არასოდეს მყოლია, ლაპარაკს ვასწავლიდი ხოლმე და ამისთვის მარტო უნდა იყოს, სარკე თუთიყუშებისთვის ყველაზე საუკეთესო და გასართობი სათამაშოა რომელიც არასოდეს ბეზრდება, დააჯდებოდა ხოლმე სარკეს და აგინებდა თავის გამოსახულებას
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?