ობოლი პონი, რომელიც სათამაშო დათუნიასთან ერთად იძინებს (+ვიდეო)
ობოლი პონი, რომელიც სათამაშო დათუნიასთან ერთად იძინებს (+ვიდეო)
როდესაც პატარა, უსუსური ცხოველები ობლდებიან, აუცილებელია, მათი გაზრდაში ადამიანები ჩაერთონ,  რადგან ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ ახალდაბადებული არსება დამოუკიდებლად გადარჩება.

პატარა პონი, სახელად ბრიზი რამდენიმე საათის დაბადებული იპოვეს. ის სიცივისგან გაყინული და გამოფიტული იყო. საბედნიეროდ, ბრიზს დროულად აღმოუჩინეს სათანადო დახმარება. ის რამდენიმე სათამაშო დათვის "გარემოცვაში" იზრდება, იმიტომ რომ იგი ობოლია და ეს რბილი სათამაშოები დედის სითბოს უცვლიან. 

პონი ყოველთვის იძინებს დიდ სათამაშო დათვთან ერთად. ამ პატარა ცხენზე ზრუნავენ კეთილი ადამიანები, თუმცა დედის სითბოს მაინც ვერავინ უცვლის. როდესაც მისი ძილის დრო მოდის, ბრიზი
მოკალათდება ხოლმე რბილი დათუნიის გვერდით, თავს სათამაშოს ფეხებზე დებს და ასე იძინებს. 

რამდენადაც ცუდი ფაქტია
ის, რომ უსუსრი პონი დედის გარეშე იზრდება, იმდენად სასიამოვნოა იმის გაგება, რომ მას ჰყავს მზრუნველი პატრონები და სათამაშო, რომელიც შეძლებისდაგვარად, დედის სითბოს უცვლის.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

გზაზე მიტოვებული უცნაური ცხოველი

ადამიანებმა, დიდი გამბედაობით, ლომი გადაარჩინეს

ობოლი შველი და მისი საუკეთესო მეგობარი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?