error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/d67a043a8f11643e51929571f1b40fa0.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
10 ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი მსოფლიოში
10 ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი მსოფლიოში
1. ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი შერიფ დენსერია (Shareef Dancer), მისმა მფლობელმა ის 40.000.000 დოლარად შეაფასა,

მაგრამ ორგზის ჩემპიონის შვილმა ვერ გაამართლა ახალი პატრონის იმედები. შერიფ დენსერმა ვერ მოიგო ვერცერთი შეჯიბრი.

Zooclub


2. წმინდა სისხლის ულაყი გრინ მანქი (Green Monkey) 21 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ცხენია. 2006 წელს აუქციონზე 2 წლის გრინ მანქი 19.200.000 დოლარად გაიყიდა, იმ მომენტისთვის ცხენს არ ჰქონდა არაცერთი გამაჯვება, მაგრამ შეეძლო ეამაყა მშობლების წარმატებებით, რომლებმაც არაერთ ჯირითში გაიმარჯვეს. გრინ მანქის მშობელი სამგზის ჩემპიონია სხვადასხვა შეჯიბრში.
Zooclub


3. ულაყი მეტსახელად
ანიჰილატორი
(Annihilator) 1989 წელს 19.000.000 დოლარად გაიყიდა. ცხენს შოკოლადსიფერი შეფერილობა და ულამაზესი ფაფარი განსაკუთრებულს ხდიდა. ამასთან ანიჰილატორი ძალიან სწრაფი ცხენი იყო.
Zooclub


4. სატელ დენსერი (Seattle Dancer) - წმინდა ჯიშის ინგლისური ულაყი, 1985 წელს ცხენი წარმოდგენილი იყო აუქციონზე და მისი საწყისი ფასი 13 მილიონ დოლარს შეადგენდა. რა თქმა უნდა, მისი მშობლებიც არაერთგზის ჩემპიონები იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში.
Zooclub


5. ლეგენდარულმა წმინდა სისხლის ულაყმა სახელად სეკრეტარიატი (Secretariat), პატრონს სიკვდილის შემდეგაც დიდი შემოსავალი მოუტანა. 1972 წელს პატრონმა ეს ცხენი 6.08 მილიონ დოლარად შეაფასა. 70-იან წლებში სეკრეტარიატი მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი გახდა. ის ფასობდა უფრო ძვირად, ვიდრე მისი წმინდა ოქროსგან გაკეთებული ძეგლი.
Zooclub


6. მისტიკ პარკი (
Mystic Park) ამერიკული ცხენი , რომელიც სირბილის გასაოცარ ტექნიკას ფლობდა, 5.5 მილიონ დოლარად გაიყიდა (სხვა ცნობებით 5.8 მილილიონ დოლარად).
Zooclub


7. ცხენი სახელად პაინ ჩიპი (Pine Chip) 4.000.000 დოლარად გაიყიდა, რაც არ არის გასაკვირი, ის 21-ე საუკუნეში (2000წლიდან) 1 მლ. დისტანციაზე სირბილში რეკორდსმენად ითვლება. პენ ჩიპმა ეს დიტანცია 1.51 წამში დაფარა (აქამდე ეს რეკორდი დაფიქსიერებული იყო აშშ-ში 1994 წელს).
Zooclub


8. წმინდა სისხლის ულაყი სახელად სარდარი (Sardar), მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ცხენია მსოფლიოში. ის 3.5 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სარდარის წარმატებები მინიმუმ რვა რეკორდს ითვლის, მათ შორის არის საუკეთესო დრო დისტანციის დაფარვაში. 1500 მეტრი 1.30.0 წამში - ეს რეკორდი ცხენმა 2 წლის ასაკში დაამყარა. შეჯიბრი რუსეთში, 1965 წელს გაიმართა.
Zooclub


9. ბრაბანსონის (ბელგიური ჯიშის ტვირთის მზიდი) ჯიშის ცხენი სახელად ჰერკულესი (Hercules
) 1917 წელს ავსტრალიელმა მშენებელმა 47 500 დოლარად შეიძინა. ჰერკულესი დღესაც ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება ამ ჯიშის ცხენებში.
Zooclub


10. არაბული ულაყი სახელად სმეტანკა (Сметанка) მფლობელმა 60 000 რუსულ მანეთად იყიდა. ეს თანხა 18 საუკუნის რუსეთში კოლოსალური იყო, ამ ფასად, იმ დროს, სასახლესაც შეიძენდით. სმეტანკას ულამაზესი შეფერილობის გამო შეარქვეს ეს სახელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ცხენი გრაფმა ორლოვმა შეიძინა.
Zooclub


მსოფლიოში ძვირად ღირებული ცხენები არც ისე ბევრია. ცხენების საშუალო ფასი მათი გამოყენების მიხედვით განისაზღვრება. უინივერსალური ცხენი მოყვარულთათვის 2-3 ათას დოლარამდე ღირს. ცხენები, რომლებიც სხვადასხვა საეთაშორისო შეჯიბრებაში იღებენ მონაწილეობას, შესაძლოა მილოონობით დოლარიც ღირდეს, ხოლო მუშა ცხენები, 500 დოლარის ფარგლებშიც შეიძლება შეიძინოთ.

ტეგები
კირკიტა
სმეტანკას ნახატმა დაგლიჯა! მწვანე მაიმუნი და პაინ ჩიპია არიან ამათგან ყველაზე ელეგანტურები.
namdvili
დრო ან წუთებში უნდა ეწეროს ან წამებში. რას ნიშნავს 1.51 წამში ან 1.30.0 წამში ??? წამნახევარში გაირბინა? წამებში თუ წერ იქნება 110 წამი მაგალითად. თუ არა და უნდა ეწეროს 1 წუთში და 50 წამში.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?