მოხუცი თავის ცხენს სამუდამოდ დაემშვიდობა
მოხუცი თავის ცხენს სამუდამოდ დაემშვიდობა
ამ ქვეყნად ყველაზე რთული, საუკეთესო მეგობართან სამუდამო გამომშვიდობებაა, თუნდაც ეს ოთხფეხა მეგობარი ცხენი იყოს. ინგლისის ერთ-ერთ კლინიკაში, 77 წლის ქალბატონს ექიმებმა ბოლო თხოვნა შეუსრულეს.

შეილა მარშის ბოლო სურვილი იყო, თავის ცხენს, სახელად ბრონველს საბოლოოდ გამომშვიდობებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში, სიმსივნის დიაგნოზით იტანჯებოდა, თუმცა საბოლოოდ, ავადმყოფობამ სძლია.

შეილა სიცოცხლის ბოლო საათებს ითვლიდა, როდესაც ექიმებმა ის კლინიკის ეზოში მწოლიარე ჩაიყვანეს და თავის საყვარელ ცხენს შეახვედრეს. 

Zooclub

"ეს შთამბეჭდავი და საოცარი იყო, ცხენი მიუახლოვდა პატრონის საწოლს და თავს უსმევდა, თითქოს ხვდებოდა, რომ ეს მათი
ბოლო შეხვედრა იყო. დიდი სიყვარულით ეფერებოდა, მათი შემყურე ცრემლებს ვერ ვიკავებდი. საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ცხოველები
ძალიან ჭკვიანი და ერთგული არსებები არიან."- ამბობს შეილას ექიმი.

ასევე იხილეთ:

ცხენი სიკვდილის პირას იყო, როდესაც იპოვეს..

ძაღლისა და პატრონის უკანასკნელი გამოსამშვიდობებლი ფოტოსესია

იგი მომაკვდავი პატრონის ლოგინზე ავიდა..

კატერინა
განა საოცრება არ არის? ცრემლები ვერ შევიკავე. ცხოველს ამხელა გრძნობა აქვს.
sofo
გული ჩამწყდა....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?