გზაზე მიტოვებული უცნაური ცხოველი
გზაზე მიტოვებული უცნაური ცხოველი
თქვენ რომ გენახათ მსგავსი უმწეო არსება გზაზე, სადაც უამარავი ავტომობილი დადის, როგორ მოიქცეოდით?
მათთვის ვინც ფიქრობს რა , ან ვინ არის ეს საოცარი არსება, გეტყვით, რომ ეს არის ახალშობილი ვომბატი. ის კენგურუსებრთა ოჯახს მიეკუთვნება და ბინადრობს ავსტრალიაში.

კეთილმა ადამიანმა ეს უმწეო ცხოველი ავსტრალიის ერთ-ერთ გზაზე იპოვა გარდაცვილი დედის ჩანთაში (ვომბატი ჩანთოსანი ცხოველია).

"როდესაც გარდაცვლილ ვომბატს მიუახლოვდი, მის ჩანთაში რაღაც მოძრაობდა, ჩავიხედე და აღმოვაჩნე ახალშობილი. მან სევდიანი თვალებით ამომხედა."- ამბობს თვითმხილველი.

Zooclub

ამ კეთილმა ადამიანმა დაუყოვნებლივ დარეკა გარეული ცხოველთა გადარჩენის ცენტრში და
მალევე მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი კიმ ჰანთერი მოვიდა ახალშობილი ცხოველის დასახმარებლად. მას მოუწია ცხოველის სახლში წაყვანა,
რადგან პატარა ვობატი ძალიან სუსტად იყო და დროებით თავშესაფარში შესაძლოა დაღუპულიყო.

ვობატ გოგონას ლეა დაარქვა. ცხოველს ყოველ 4 საათში ერთხელ კვებავდა, ახალშობილი რამდენიმე დღის შემდეგ მოძლიერდა.

Zooclub

"ლეას ჰგონია, რომ მე მისი დედა ვარ, როდესაც მხედავს, ძალიან უხარია, რადგან იცის, რომ საკვების მიღების დრო აქვს."- ამბობს კიმ ჰანთერი.

Zooclub

ფოტოები, რომელიც კიმმა ახალშობილს გადაუღო, შესაძლოა ზოგიერთი ადამიანისთვის შესახედად არასასიამოვნო განცდას იწვევდეს, თუმცა ლეას დროებით პატრონმა სცადა ცოტა გაელამაზებინა ფონი და ის ფოტოშოფით გააფორმა.

ასევე იხილეთ
შურა ბარათაშვილი
,,ქურდს ყველა ქურდი ჰგონია", არ გამოტოვო საშუალება რომ ვინმეს არ უჩხვლიტო ეგ ,,წვირიანი"ენა და გონი!!!!
lolo
ჩვენ ქვეყანაში ვობატს კი არა ადამიანი რომ ეგდოს გულწასული ქუჩაში ინას ას მიხედავენ.რაც კარგები ვართ.............
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?