სამი მუშა დილით სინდის კაშხალზე მივიდა - მამაკაცები ესტონეთის მდინარე პრიანუზე კონსტრუქციის გასამაგრებლად მუშაობდნენ, მაგრამ მათი დღე სამაშველო ოპერაციით დაიწყო.
მათ შეამჩნიეს, რომ მდინარის შუაში ძაღლი იხრჩობოდა. როგორც ჩანს, ცხოველი გაყინული მდინარის გადაკვეთას ცდილობდა, თუმცა, გარკვეულ ადგილას ყინულმა მის წონას ვერ გაუძლო და

მუშებმა თავი საფრთხეში ჩაიგდეს, რათა ცხოველი გადაერჩინათ. "ძაღლი" სიცივისგან კანკალებდა, მის ბეწვს ყინული ფარავდა. მამაკაცები მის გათბობას ცდილობდნენ. იგი ადამიანების მზრუნველობას მშვიდად შეხვდა. ამასთანავე, ძალა თითქმის აღარ ჰქონდა. არავინ იცის, რამდენ ხანს გაატარა ცხოველმა გაყინულ წყალში.

ხელოსნებმა გადაწყვიტეს, ცხოველი ვეტერინართან წაეყვანათ. მძიმე წონის ძაღლი ერთ-ერთმა მათგანმა ხელში აიყვანა და მანქანაში ჩააწვინა. დაუძლურებული არსება მთელი გზა საკმაოდ მშვიდად იქცეოდა - ის ერთ-ერთი მამაკაცის ფეხებთან მოკალათდა და მთელი გზა ეძინა.

როდესაც ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს, სპეციალისტებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა, დაკვირვებისას ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ - შესაძლოა, მათ წინ ყოფილიყო არა ძაღლი, არამედ საშიში მტაცებელი.
ამის დასაზუსტებლად, ვეტერინარებმა მონადირე მიიწვიეს. ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ მათ წინ ახალგაზრდა მგელი იყო.

"თავიდან მტაცებელი იმდენად დასუსტებული იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ უცდია. ჩვენ ის ოთახში ჩავკეტეთ, მაგრამ როგორც კი დაიწყო ძალების მოკრეფა და გარემოების აღქმა, დიდი შანსი იყო იმისა, რომ თავს დაგვსხმოდა, ამიტომ ის გალიაში გადავიყვანეთ", - ამბობს ვეტერინარი.

ექიმებმა დაადგინეს, რომ მგელი 2 წლამდე იქნებოდა. მათი თქმით, რომ არა მუშების დახმარება, მტაცებელი მოკვდებოდა. მამაკაცები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ძაღლს ეხმარებოდნენ, გაუმართლათ: მგელმა მთელი თავისი ძალა გაყინული წყლიდან ამოსვლის მცდელობაში დახარჯა და დაუძლურებულს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო.

ვეტერინარებმა მტაცებელს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს და ინციდენტიდან რამდენიმე დღეში კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

"არ აქვს მნიშვნელობა ძაღლია თუ მგელი, ყველა შემთხვევაში გადავარჩენდით, რადგან არ შემიძლია გულგრილად ვუყურო გასაჭირში ჩავარდნილ ცხოველს, რომელიც მთელი ძალებით იბრძვის თვითგადარჩენისთვის. ისიც ცოცხალი არსებაა, მასაც სურს სიცოცხლე", - აღნიშნავს ერთ-ერთი ხელოსანი.
ასევე იხილეთ:
მგელი ყოფილ სამხედროს უკნიდან მიუახლოვდა, როცა მამაკაცმა ის დაინახა, საოცარი რამ მოხდა
მონადირემ დაინახა, თუ როგორ მოყვა მგელი მახეში... იმას, რაც მან შემდეგ გააკეთა, ბევრი ვერ გაბედავდა
თავზე ქილა ჩამოცმული, ცოცხალ-მკვდარი მგელი შემთხვევით მოხვდა კადრში, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა