მგელი ყოფილ სამხედროს უკნიდან მიუახლოვდა, როცა მამაკაცმა ის დაინახა, საოცარი რამ მოხდა(+ვიდეო)
მგელი ყოფილ სამხედროს უკნიდან მიუახლოვდა, როცა მამაკაცმა ის დაინახა, საოცარი რამ მოხდა(+ვიდეო)
ჯარისკაცებმა, რომლებიც ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ, კარგად იციან, რას ნიშნავს პოსტ ტრავმული სტრესი. აშშ-ში ამ მდგომარეობას "ვიეტნამის სინდრომს", ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში "ავღანურ სინდრომსაც" უწოდებენ. 

უდავოა, ტრადიციული ფსიქოლოგიური მკურნალობა შესაძლოა, დაეხმაროს დაავადებულ ჯარისკაცს, თუმცა, გამოჯანმრთელების გზა საკმაოდ გრძელია. ზოგიერთ მათგანს აქვს ნებისყოფა ბოლომდე მიყვეს მკურნალობას, მაგრამ ზოგიერთებს არ გამოსდით სტრესის გადალახვა. საბედნიეროდ, დაზარალებული მებრძოლებისთვის არა მარტო სახელმწიფო, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ზრუნავენ. 

ჯარისკაცმა, რომელიც წლების წინ "ვიეტნამის სინდრომით" იტანჯებოდა, შექმნა დახმარების ორგანიზაცია "ომი და მგლები", რომელიც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ სამხედროებს ეხმარება, კვლავ დაუბრუნდნენ სულიერად მშვიდ
ცხოვრებას.

თერაპია დაფუძნებულია ცხოველების დახმარებაზე. იდეა ახალი არ არის, მაგრამ მსგავს პროგრამებში მგლები არასოდეს მონაწილეობდნენ.

პროექტი "ომი და მგლები" ორ სასარგებლო საქმეს აკეთებს. პირველ რიგში, ეხმარება ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში. გარდა ამისა, ზრუნავს იმ მგლებზე, რომლებიც ველურ ბუნებაში ვერ იცოცხლებენ.

Zooclub

თავშესაფარში ბინადრობენ ის მტაცებლები, რომლებიც ადამიანების გარემოცვაში გაიზარდნენ და ველურ ბუნებასთან გაუჭირდებათ ადაპტირება.

თავშესაფარში მისული სამხედროები მგლებს უვლიან და მათ გარემოცვაში დიდ დროს ატარებენ. ადამიანების მიერ გაზრდილი მტაცებლები მზრუნველ ჯარისკაცებს მალე ეჩვევიან და მეტიც, ისინი ერთად თამაშობენ.

"დეპრესია აუცილებლად დამარცხდება, როდესაც მგელი დახმარების თათს გამოგიწოდებს", -ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

რატომ ყმუიან მგლები მთვარის შუქზე?

6 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი მგელს

ბიჭმა აიყვანა ლეკვი, რომელიც ძაღლის ნაშიერი არ აღმოჩნდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?