საკითხზე, თუ როგორ დააღწიოს მსხვერპლმა თავი ემოციურ გამოცდას, შეძლოს ზუსტი ჩვენების მიცემა და ბრალდებული დაისაჯოს სამართლიანად, არაკომერციული ორგანიზაცია Courthouse dogs-ის წარმომადგენლები, ელენ ო ნილ სტივენსი და სელესტა
“როდესაც ადამიანს უწევს მისცეს ჩვენება სასამართლოში და ისაუბროს ტრავმატიულ მოვლენებზე, რომლის მონაწილეებიც აღმოჩდნენ, ის ფიზიოლოგიურად განიცდის აღწერილ მოვლენებს, - აღნიშნავს ო ნილი - ეს ბრძოლა, რომელიც სასამართლოს დარბაზში ხდება ბრალდებულსა და ბრალმდებელს შორის ხან საკმაოდ სასტიკია და ზიანის მომტანი. ბევრი ადამიანი გადის ამ მტკივნეულ გზას”.
ორგანიზაცია Courthouse dogs 2004 წელს არის დაარსებული და დღემდე იქ 28 შტატში 87 ძაღლი მუშაობს. მათი უმრავლესობა ლაბრადორი და ოქროსფერი რეტრივერია.
ძაღლები, რომლებიც Courthouse dogs-ში მუშაობენ არაჩვეულებრივები არიან, მათ სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი.
მათი სწავლების პერიოდი თითქმის 2 წელი გრძელდება.
“ძაღლები ჩვენების მიცემის დროს ნებისმიერ მგრძნობიარე მოწმეს ეხმარებიან გამბედაობისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში. ძაღლებს შეუძლიათ იმ ადამიანების დამშვიდება, რომლებზეც იძალადეს, ასევე - იმ ოჯახების, სადაც მოკლეს ბავშვი, - ამბობს ელენი. - მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრაქტიკა ძაღლებთან ერთად მომავალში მეტად განვითარდება”.
ვნახოთ, ეს როგორ მუშაობს - იხილეთ ვიდეო