6 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი მგელს
6 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი მგელს
"არაერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მგელი ის გარეული ცხოველია, რომლისაც უნდა გვეშინოდეს, თუმცა ადამიანები უფრო მეტ აგრესიას გამოხატავენ ამ არსების მიმართ, ვიდრე თავად ეს ცხოველები ჩვენს მიმართ.

არავინ არის ვალდებული რაიმე ან ვინმე უყვარდეს, მაგრამ ალბათ სასურველია იცოდეთ ამ საოცარი ცხოველის შესახებ იმაზე მეტი, ვიდრე ის ერთი შეხედვით ჩანს. მგელი არ არის ისეთი უარყოფითი გმირი, როგორიც საბავშვო ფილმებშია წარმოდგენილი," - წერს აშშ-ს გარეულ ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.

6 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუფთხილდეთ ამ ცხოველს:

1. მათ საკვებ რაციონში
ადამიანები არ მოიაზრებიან.

Zooclub

აშშ-ში არსებულ გარეული ცხოველების გადარჩენის ცენტრის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკაში, ბოლო 100 წლის
განმავლობაში, დაფიქსირებულია მგლისგან ადამიანზე თავდასხმის მხოლოდ ორი შემთხვევა, რომლებიც ფატალურად დასრულდა.

2. მათი ცხოვრების სტილი ადამიანისას ჰგავს.

Zooclub

ხროვა ერთი ოჯახივით ცხოვრობს. მშობლები ძირითადად ნადირობენ იმ დროს, როცა ნათესავები (ბიძა, დეიდა, მამიდა) რჩებიან ოჯახში, რათა პატარებს ყურადღება მიაქციონ.

3. მგელი ამერიკის კლასიკური სიმბოლოა.

Zooclub

მსოფლიოს 48 სახელმწიფოს ტყეებში ბინადრობს სხვადსხვა სახეობის მგელი, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ამის ძირითადი მიზეზი კი ადამიანია.

მსოფლიოს გარეული ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია სხვადასხვა ძალით ცდილობს, ხელი შეუშალოს მგლების გადაშენების პროცესს.

4. გაგიკვირდებათ, თუმცა, მგლები ქვეყნის ეკონომიკას უწყობენ ხელს.

Zooclub

ტურისტების, გარეული ცხოველთა ფოტოგრაფებისა და სხვადსხვა ქვეყნის სპეციალისტების ნაკადი არ წყდება იელოუ სთოუნში მხოლოდ ერთი მიზეზით - უთვალთვალონ და დააკვირდნენ ამ მტაცებელს.

(იხილეთ სტატია: ოგორ შეცვალეს მგლებმა მდინარეები)

მას შემდეგ, რაც ელოუსტონის ტეტიროტიაზე მგლები დააბინავეს, ყოველწლიური მონაცემებით, აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტს დაემატა 30 მილიონი დოლარი.

5. მგელზე დაკვირვება საკუთარ "მეს" კარგად დაგვანახებს.

Zooclub

დააკვირდით, როგორ გადაადგილდება მგელი ველურ ბუნებაში, ისინი ჩვენს ქვეცნობიერს კარგად გვაჩვენებენ. დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობს იმდენი სივრცე, რომ მათაც ჰქონდეთ თავიანთი ადგილი ისევე, როგორც ჩვენ.

6. მგელი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული არსებაა საკუთარი პარტნიორის მიმართ.

Zooclub

მგელი არასოდეს იცვლის პარტნიორს და სიკვდილის ბოლომდე მისი ერთგული რჩება.

ბოლო პერიდოში მსოფლიოში მგლების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

ბუნება არასოდეს სცდება და თუ ეს საოცარი მტაცებელი მოავლინა დედამიწას, მათაც აქვთ უფლება ცხოვრობდნენ და სუნთქავდნენ იმ ჟანგბადით, რომლითაც - ჩვენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?