error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/17dcae4b6e9fdd9ed37bc2ff1c29cf8e.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მიტოვებული ძაღლის სტრესი და ფსიქიკა
მიტოვებული ძაღლის სტრესი და ფსიქიკა
რა ემართება ძაღლს, როცა მას პატრონი ტოვებს?
როდესაც პატრონი ძაღლს მისთვის უცხო ადგილზე ტოვებს, ის კარგავს დაუცველობის შეგრძნებას. ამ დროს ცხოველი არ ცდილობს, აღიქვას გარშემო არსებული სიტუაცია, გაუნძრევლად ერთ ადგილას დგას ან უახლოვდება ყველა გამვლელ ადამიანს იმ იმედით, რომ პატრონს აღმოაჩენს. სტრესულ სიტუაციაში ძაღლები განიცდიან ინტელექტის დაქვეითებას. ამ დროს ისინი კარგავენ ქცევის კორექციას, ამასთანავე, რა ბრძანებებიც კი უსწავლიათ, ყველაფერი ავიწყდებათ.

მიტოვებული ძაღლი განიცდის, ფსიქოლოგებისთვის ცნობილ, სამ სტადიას: პროტესტს, დარდსა და უგულველყოფას (მაგ: საკვებისადმი). 

ცნობილია, რომ თავშესაფარში მოხვედრილი ძაღლის ჰორმონი -კორტიზოლი (ჰორმონი, რომელიც
სტრესის მაჩვენებელია) ყოველდღიურად მატულობს. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს მინიმუმ 45 წუთი ასეირნებენ, მაგალითად მოხალისეები ან
თავშესაფრის მომვლელები, მისი სტრესის ჰორმონი მესამე დღეს მწყობში დგება და ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოველმა სტრესი დაძლია.

როდესაც ძაღლი სეირნობის შემდეგ თავისით ბრუნდება განკუთვნილ გალიაში, ნიშნავს იმას, რომ ის შეეგუა თავის სიტუაციას და სტრესი გადალახა.

ხოლო, ძაღლის დახრილი თავი, დაწეული ყურები და კუდიც - მის დარდს გამოხატავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ  ნაკლები შანსია, ძაღლი ამ მდგომარეობას შეეგუოს. ყოფილა არა ერთი შემთხვევა, როდესაც ასეთი მდგომარეობა ცხოველის სიკვდილით დასრულებულა.

გაუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა ბინადრებს, არც ერთი ცხოველი იმსახურებს მიტოვებას ან ხანმოკლე ცხოვრების გალიაში გატარებას. მათ თქვენი ყველა მოქმედება აბედნიერებთ, ნუ გასწირავთ "ციხეში" ცხოვრებისთვის. ამ არსებებს ხომ არაფერი დაუშავებიათ ისეთი, რომ მთელი ცხოვრება ტანჯვაში და დარდში გაატარონ.

ასევე იხილეთ:

როდის ამბობს პატრონი ძაღლზე უარს?

რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?