როდის ამბობს პატრონი ძაღლზე უარს?
როდის ამბობს პატრონი ძაღლზე უარს?
როდესაც სახლში ოთხფეხა ბინადარი მოგვყავს, ის ჩვენი ოჯახის წევრი ხდება. პირველივე დღიდან, მას ჰგონია, რომ თავის პატრონთან იქნება ცხოვრების ბოლომდე, თუმცა მათი მიტოვების არა ერთი შემთხვევა გაგვიგია. არ აქვს მნიშნვნელობა, როგორ გარემოში ხვდება მიტოვებული ძაღლი. ის ყოველთვის განიცდის ამ ფაქტს, დარდობს და უამრავ შემთხვევაში, ეს  ძაღლის დაღუპვის მიზეზიც გამხდარა.

ამერიკელმა მკვლევრებმა, ჩაატარეს კვლევა, თუ რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, როცა პატრონი თავის შინაურ ბინადარს ტოვებს.

ყოველი მათგანი ძირითადი მიტოვების მიზეზად, ძაღლის უზნეო ქცევებს ასახელებს,  თუ მიტოვება პატრონის პირადი პრობლემები არ არის
(მაგ: სხვა ქალაქში გადასვლა და ა.შ.)

ყველაზე გავრცელებული მიზეზები, როდესაც ძაღლზე უარს ამბობს პატრონების 60 %

%

გადასვლა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში

7

ძვირადღირებული მკურნალობა ძაღლისთვის

7

ოჯახის რომელიმე წევრის მოთხოვნა, რომ ცხოველი სახლში არ იყოს

6

ძაღლის აგრესია ოჯახის რომელიმე წევრის ან უცხო ადამიანების მიმართ

6

ხარჯები ცხოველის შენახვისთვის

5

დროის უქონლობა

4

ბევრი ცხოველის ყოლა სახლში

4

ავადმყოფობა ან პატრონის სიკვდილი

4

სივიწროვე ან სხვა დისკომფორტის ქონა ოჯახში (ძაღლის გამო)

4

სახლში არეულობა ან სიბინძურე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, შინაურ ბინადრებს აბრალებენ

3

ავეჯის დაზიანება

2

ძაღლის დაუმროჩილებლობა

2

ჩხუბი სხვა შინაურ ოთხფეხა ბინადრებთან, რმელსაც პატრონი ვეღარ აკონტროლებს

2

ძაღლის აყვანა, როგორც ჯიშიანი და შერეული ჯიშის შემთხვევაში, ძაღლზე უარის თქმა

4


ასევე იხილეთ:

გზაზე მიტოვებული ძაღლი, პატრონის მოლოდინში

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო

მიტოვებული მოხუცი ძაღლი
liza
ჩემ მეზობლებს ეშიანიათ რომ ჩემ ძაღლზე დაიწუწუნონ:)იციან ვგიჯდები მასზე. ყეფა უყვარს პატარა კაცს. ერთხელ დავუტოვე ნათესავს მოკლე პერიოდით და რამის მანქანას შევარდნია. აწი მე და ჩემი ქმარი ცალცალკე მივდივართ დასასვენებლად რომ ძაღლს ვერავის ვანდობთ:)
ninia
ვერასოდე წარმოვიდგენდი თუ ჩემს ოთხფეხა მეგობარს შეველეოდი და ვინმესთვის მიცემას დავთანხმდებოდი, მაგრამ სამწუხაროდ იძლებული გავხდი, ბავშვი შემეძინა და რამოდენიმე თვეში სამუშაოდ უნდა გავსულიყავი, ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი ადამიანი ბავშვის დამტოვებლად, ვინც თანახმა იქნებოდა ძაღლთან ერთად ყოფილიყო სახლში (დიდი ჯიშის მყავდა და ყველას ეშინოდა)ამიტომ მოვუძებნეთ კარგი პატრონი, მაგრამ ჩემი გული და სული დღემდე მიყვება თან, თვითონ კი გამცვალა ადვილად :)
lora
ძაღლის მიტოვება დიდი ცოდვაა,მაშინ არ უნდა აიყვანოს ოჯახმა.ის არ არის გასართობი საგანი.ხშირად მსმენია,რძალი მოიყვანეს და ძაღლი ამოიჩემა,ბავშვთან არ შეიძლებაო. პირადად მე რძალს უფრო შეველევი, ვიდრე ჩემს უერთგულეს მეგობარს.მას რომ რამე დაუშავონ,მერე ნახონ ოჯახური ძალადობა!
maris
გეთანხმები, მაწანწალა ძაღლები ხშირ შემთხვევაში უფრო ერთგულები არიან!
mari
ცოდოა ძაღლი რა მნიშვნელობა აქვს ჯიშიანია თუ "მაწანწალა" მათ ერთნაირად შეუძლიათ სიყვარული მაგრამ ზოგჯერ "მაწანწალა" ძაღლები უფრო ერთგულები არიან!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?