როდის ამბობს პატრონი ძაღლზე უარს?
როდის ამბობს პატრონი ძაღლზე უარს?
როდესაც სახლში ოთხფეხა ბინადარი მოგვყავს, ის ჩვენი ოჯახის წევრი ხდება. პირველივე დღიდან, მას ჰგონია, რომ თავის პატრონთან იქნება ცხოვრების ბოლომდე, თუმცა მათი მიტოვების არა ერთი შემთხვევა გაგვიგია. არ აქვს მნიშნვნელობა, როგორ გარემოში ხვდება მიტოვებული ძაღლი. ის ყოველთვის განიცდის ამ ფაქტს, დარდობს და უამრავ შემთხვევაში, ეს  ძაღლის დაღუპვის მიზეზიც გამხდარა.

ამერიკელმა მკვლევრებმა, ჩაატარეს კვლევა, თუ რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, როცა პატრონი თავის შინაურ ბინადარს ტოვებს.

ყოველი მათგანი ძირითადი მიტოვების მიზეზად, ძაღლის უზნეო ქცევებს ასახელებს,  თუ მიტოვება პატრონის პირადი პრობლემები არ არის
(მაგ: სხვა ქალაქში გადასვლა და ა.შ.)

ყველაზე გავრცელებული მიზეზები, როდესაც ძაღლზე უარს ამბობს პატრონების 60 %

%

გადასვლა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში

7

ძვირადღირებული მკურნალობა ძაღლისთვის

7

ოჯახის რომელიმე წევრის მოთხოვნა, რომ ცხოველი სახლში არ იყოს

6

ძაღლის აგრესია ოჯახის რომელიმე წევრის ან უცხო ადამიანების მიმართ

6

ხარჯები ცხოველის შენახვისთვის

5

დროის უქონლობა

4

ბევრი ცხოველის ყოლა სახლში

4

ავადმყოფობა ან პატრონის სიკვდილი

4

სივიწროვე ან სხვა დისკომფორტის ქონა ოჯახში (ძაღლის გამო)

4

სახლში არეულობა ან სიბინძურე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, შინაურ ბინადრებს აბრალებენ

3

ავეჯის დაზიანება

2

ძაღლის დაუმროჩილებლობა

2

ჩხუბი სხვა შინაურ ოთხფეხა ბინადრებთან, რმელსაც პატრონი ვეღარ აკონტროლებს

2

ძაღლის აყვანა, როგორც ჯიშიანი და შერეული ჯიშის შემთხვევაში, ძაღლზე უარის თქმა

4


ასევე იხილეთ:

გზაზე მიტოვებული ძაღლი, პატრონის მოლოდინში

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო

მიტოვებული მოხუცი ძაღლი
მაგდალინა
მამა რომ გარდაიცვალა მთელი რიგი საკითხების შემდეგ ისიც დადგა დღის წესრიგში ძაღლისთვის რა უნდა გვექნა, წამოვიდა "რჩევების" კორიანტელი მეზობელ-ნათესავებისგან - სადმე გავუშვათო, ზოგმა რესტორანთან დავტოვოთ, კარგად აჭმევენო, მოკლედ რა აღარ! მეც უხერხულად ვგრძნობდი თავს, ნაქირავებ ბინაში მეუხერხულებოდა წამოყვანა, დროის პრობლემაც იყო... და მაშინ დავფიქრდი, რომ არც ისე გასამტყუნი ყოფილა ის ხალხი, ვინც რაღაც მიზეზის გამო აჩუქებს ცხოველს... თუმცა მე ვერაფრით გავატანე ვინმეს ჩარლი, თუნდაც საუკეთესო პირობებში ყოფილიყო... ვთხოვე მეზობლებს, ხელს არ შეგიშლით თქო (არადა ამის დიდი იმედი არ მქონდა) თუმცა ამ ვაჟბატონმა თითქოს იგრძნოო, ჭკვიანად მოქცევა ერთი, მაგრამ იმდენი იაფერისტა, ყველაზე ცხოველთმოძულე მეზობელსაც შეაყვარა თავი და ეხლა არის განცხრომაში...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?