გზაზე მიტოვებული ძაღლი, პატრონის მოლოდინში
გზაზე მიტოვებული ძაღლი, პატრონის მოლოდინში
რა არის ცხოველის გრძნობა და პატრონისადმი მისი სიყვარული? ალბათ ამ შეგრძნებას საზღვარი არ აქვს. თითქმის ყველას გაგვიგია ისტორია ერთგულ ძაღლზე, რომელსაც ჰაჩიკო ერქვა და მთელი დარჩენილი ცხოვრება პატრონს  სადგურთან ელოდებოდა. 

ჰაჩიკოს მსგავსი ისტორია დღესაც არაერთხელ გვსმენია, თუნდაც ტაილანდელი ძაღლი, რომელიც უკვე 2 თვეა პატრონს, ზუსტად ერთი და იმავე ადგილზე ელოდება.

ძაღლი სავარაუდოდ გზაზე დატოვეს და ამის მერე, ის ყოველდღე ელოდება თავის "საყვარელ" პატრონს, რათა მოაკითხოს და სახლში წაიყვანოს.

კეთილმა ადამიანებმა ძაღლს ქოლგა დაუდეს, რათა მზიანი ან წვიმიანი ამინდის დროს შეეფაროს.
ასევე მისთვის მიაქვთ საკვები და წყალი, თუმცა ნებისმიერ ამინდში, ის ისევ პატრონის მოლოდინშია, რომელიც შესაძლოა
არასოდეს დაბრუნდეს.

Zooclub

ის ყოველთვის იყურება გზის იმ მხარეს, საიდანაც მანქანა მოდის.

Zooclub

ძაღლი თავის ადგილს არ ტოვებს წვიმიან ამინდშიც კი.

Zooclub

კეთილმა ადამიანმა რამდენჯერმე სცადა ძაღლის სახლში წაყვანა, თუმცა ძაღლი არ გაჰყვა მას.

40-გრადუსიან სიცხეშიც კი არაფერს ეფარება, გზაზე მჯდომი ელოდება პატრონს.

Zooclub

2 თვეზე მეტი გავიდა, რაც ძაღლი ადგილს არ ტოვებს.

ბოლო ფოტო, რომელიც 19 აგვისტროს არის გადაღებული. ის ისევ თავის პატრონს ელოდება, რომელმაც მიატოვა.

Zooclub

ტეგები
დავითი
აუუუუუუუუუუუ რა ცოდოა როგორ შეიძლება ძაღლი ასე მიატოვო? მე ჩემ ჯეკრასელ ტერიერს არასდროს მივატოვებ
elene nadiradze
აუუ როგორ მიატოვა პატრონმა არც კი წარმომიდგენია ნეტა ვინმემ წაიყვანოს((( ცოდოა საჭმელი ან წყალი ხომ უნდა მე ჩემს ძაღკს არასოდეს მივატოვებ ამ ძაღლს როგორ უყვარს პატრონი(((( ვინ იცის როგორ დარდობს(( ერთი რამ არ მესმის სურათებს რომ უღებენ იქნებ შეიფარონ ან დაეხმარონ რამეთი
ირინა
ძალიან მიყვარს ჩემი ჰასკი და ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მივატოვო ქუჩაში
KIKI
აუ რა ცოდოა
nino
აუ იქნებ რამრ მოუხერხოტ ვინმემ აიკვანოს?ტუ იქ აგარაა? ს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?