თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო (+ვიდეო)
თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო (+ვიდეო)
პატრონისგან მიტოვებული და შეშინებული ძაღლის ყურება, ყოველთვის ცრემლის მომგვრელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოველები უყვარს.

როდესაც პიტბულის ჯიშის ძაღლი სახელად ბანი პატრონმა ქალაქგარეთ მიატოვა, ცხოველმა ყველანაირი იმედი დაკარგა, ის უაზროდ დადიოდა მისთვის უცნობ ადგილას და არ იცოდა სად წასულიყო. დაბნეული ძაღლი ცდილობდა ერთ-ერთი შენობის ღობის იქით შესულიყო, რომელიც სახელმწიფო საკუთრება იყო. გარკვეული დროის შემდეგ, მის საშველად ცხოველთა დაცვის თანამშრომლები მოვიდნენ, თუმცა ბიტბული ძალიან შეშინებული იყო, კუდი ფეხებთან ჩამალა და ამ ადამიანებს შორიდან ადევნებდა თვალს.

Zooclub

ბანი მოტყუებით გალიამდე მიიყვანეს და დაცულ ადგილას
გადაიყვანეს. თავიდან ყველას ეგონა, რომ მისი ჯიშიდან გამომდინარე ის აგრესიული ძაღლი იქნებოდა, თუმცა როდესაც ძაღლი
მიხვდა, რომ მას ეს ადამიანები ეხმარებოდნენ, დამშვიდდა და უფრო მეტიც, ძალიან გაუშინაურდა მისადმი კეთილგანწყობილ ხალხს. ბანი ძალიან კეთილი, თბილი და მოსიყვარულე ცხოველი აღმოჩნდა.

მისი რეაქცია, როდესაც ის პირველად გამოუშვეს გალიიდან.

Zooclub


"ის მიხვდა, რომ ჩვენ მის დახმარებას ვცდილობდით. მოწყენილი ბანი უეცრად მხიარული ძაღლი გახდა." – ამბობს ცხოველთა დამცველი.

იხილეთ ვიდეო

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?