ბიჭმა აიყვანა ლეკვი, რომელიც ძაღლის ნაშიერი არ აღმოჩნდა
ბიჭმა აიყვანა ლეკვი, რომელიც ძაღლის ნაშიერი არ აღმოჩნდა
"მზრუნველ ადამიანს ვაჩუქებ ლეკვს" - ეწერა ერთ-ერთი სახლის აბრაზე. ახალგაზრდა მამაკაცმა დააკაკუნა კარზე. როდესაც მან სასაცილო გამომეტყველების, უსაყვარლესი ლეკვი დაინახა, მისი აყვანა გადაწყვიტა. 

მაგრამ ლეკვი, რომელსაც ნეო დაარქვეს, არ გამოირჩეოდა კარგი ქცევებით. ის შარდავდა და ყრიდა საკვებს მანქანაში, როდესაც სადმე მიყავდათ. მას მხოლოდ პატრონის გვერდით ყოფნა სურდა, სხვა არავინ და არაფერი აინტერესებდა, თუმცა, გაქცევაც არაერთხელ უცდია.

Zooclub

მოსიყვარულე პატრონი ნეოს მზრუნველობას არ აკლებდა, მაგრამ ის იყო სტუდენტი, ამავდროულად, მუშაობდა, ამიტომ ცხოველი ხშირად მარტო რჩებოდა.

Zooclub

ნეო ხტებოდა ეზოს ღობიდან და მირბოდა მეზობლის
ძაღლებთან სათამაშოდ.

Zooclub

პატრონი ვერ ხვდებოდა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი ძაღლი. ნეო მგლისა და ძაღლის მეტისი
აღმოჩნდა.

Zooclub

მას მგლის გარეგნობა ჰქონდა: ბზინვარე თვალები, გრძელი და უხეში ბეწვი, მოგრძო სხეული. ასევე, იგი მგლის ქცევებით გამოირჩეოდა. ცხოველი ხროვას ეძებდა.

Zooclub

ნეო ბევრჯერ შეიპარა მეზობლის სახლში, ამიტომ იგი არიზონის (აშშ) ცხოველთა დაცვის ცენტრში მიიყვანეს, სანამ პატრონი მის პრობლემას არ გადაწყვეტდა.

Zooclub

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი მორინ ო ნილი დაუკავშირდა კალიფორნიის  მგლების გადარჩენის ცენტრს. მან ნეოს ნაკრძალში გაშვება ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

Zooclub

ონილიმ ნეოს პატრონს საკუთარი გადაწყვეტილება გაუმხილა, რაზეც პატრონი დაითანხმა. მისი თქმით, ცხოველისთვის ნაკრძალში ცხოვრება საუკეთესო გამოსავალი იყო.


Zooclub

როდესაც ნეო ნაკრძალში შეუშვეს, ის პირდაპირ ალფა მდედრ მაიასთან გაიქცა.

Zooclub

აშშ-ს არაერთ შტატში მეტისი მგლის ყოლა აკრძალულია ან ის პატრონმა მკაცრი წესების დაცვით უნდა გაზარდოს.

Zooclub


სპეციალისტები ოჯახებს ურჩევენ არ აიყვანონ მგლის მეტისი.

Zooclub

რაც შეეხება ნეოს, მან საბოლოოდ იპოვა საკუთარი ხროვა და ის დღეს ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას ნაკრძალში.

ასევე იხილეთ:

მათ ეგონათ, რომ თავშესაფარში ძაღლი მიიყვანეს, თუმცა, ის ძაღლი არ აღმოჩნდა...

ძაღლი საფლავზე იძინებდა, ადამიანებს ეგონათ, რომ გარდაცვლილ პატრონზე დარდობდა...

კოიოტის ლეკვი დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა ადამიანებთან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?