თავზე ქილა ჩამოცმული, ცოცხალ-მკვდარი მგელი შემთხვევით მოხვდა კადრში, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა
თავზე ქილა ჩამოცმული, ცოცხალ-მკვდარი  მგელი შემთხვევით მოხვდა კადრში, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა
მეგობრები რამდენიმე საათით ტყეში დაბანაკდნენ, რათა ბუნებაში ლამაზი კადრები გადაეღოთ, თუმცა, ისინი შეხვდნენ საცოდავ ცხოველს, რომელსაც სასწრაფოდ  დახმარება სჭირდებოდა.

"ინდური მგელი (ნაცრისფერი მგლის ქვესახეობა), რომელიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველია, გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს. მტაცებელს თავი პლასტმასის ქილაში გაეჭედა. ის აღმოაჩინა ფოტოგრაფების ჯგუფმა, რომელიც ნაგპურის (ინდოეთი) მდინარესთან კადრებს იღებდა,"- წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

Zooclub

როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, მგელი ცდილობდა კონტეინერში საკვების ნარჩენებს მისწვდომოდა, მაგრამ მან ქილიდან თავი ვეღარ დაიძვრინა. დროთა განმავლობაში, საკვების და წყლის უქონლობის გამო, მისი სხეული გამოიფიტა. პირველად მტაცებელი 26 წლის ტანაი
პანპანილამ შეამჩნია, მან კი მეგობრებს შეატყობინა.

Zooclub

ისინი სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ. მამაკაცები ორი საათის განმავლობაში
უთვალთვალებდნენ მგელს, რათა სპეციალისტების მოსვლამდე ცხოველი არ დაკარგულიყო.  ტანაის თქმით, ამ დროის განმავლობაში სხვა მგლები შორიდან აკვირდებოდნენ გასაჭირში ჩავარდნილ მოძმეს.

Zooclub

"ეს იყო პლასტიკური კონტეინერი, რომელსაც ხშირად იყენებენ საკვების შესანახად. სოფლის მცხოვრებნი გამოუსადეგარ ნივთებს ყრიან სადაც მოესურვებათ, რასაც ველური ბუნება ამ შედეგამდე მიჰყავს", - ამბობს ტანაი.

Zooclub

მას შემდეგ, რაც მგელი კონტეინერიდან გაათავისუფლეს, ვეტერინარებმა მას სხეულზე ბევრი წყალი დაასხეს, რათა ტემპერატურა დავარდნილიყო, ხოლო შემდეგ ველურ ბუნებაში გაუშვეს. ცხოველი სწრაფად გაიქცა და თავის ხროვას შეუერთდა.

ასევე იხილეთ:

სიკეთე აერთიანებს! – თბილისში გადაარჩინეს ძაღლი, რომელმაც 8 დღე წყლისა და საკვების გარეშე გაძლო

მამაკაცმა ტყეში უცნაური არსება დაინახა და მაშველები გამოიძახა


gela
სპეციალურად გაიკეთა მოწმეებმა და კამერებმა რომ ვერ ამოიცნონ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?