ჯიქმა ნიანგისთვის ნადავლის წართმევა სცადა (ემოციური ვიდეო)
კრიუგერის ეროვნულ პარკში განთავსებული პატარა სასტუმროს მფლობელმა, ალბერტო სკატოლინიმ,  ერთმანეთისგან განსხვავებული მტაცებლების შეხვედრა ვიდეოზე გადაიღო -  ჯიქი და ნიანგი ნადავლისთვის იბრძოდნენ.

ჯიქმა მდინარის ნაპირზე ნიანგი ნადავლთან ერთად შეამჩნია და საკვების წართმევა სცადა. რეპტილია ნანადირევის  დათმობას არ აპირებდა და კონკურენტს წინააღმდეგობას უწევდა.

საბოლოოდ, იმედგაცრუებულმა ჯიქმა, მარტივი ნადავლის საშოვნელად, გზა განაგრძო. ალბერტ სკატოლინიმ  ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას ველურ ბუნებაში ცხოველების ურთიერთწინააღმდეგობა არაერთხელ უნახავს, მაგრამ მსგავს ფაქტს პირველად შეესწრო.

ასევე იხილეთ:

ფოტოგრაფმა ხვადი ლომების ეპიკური შერკინება ეჭვიანობის გამო, ნაკრძალში შემთხვევით გადაიღო

ანტილოპამ ლამის თავისი ახალშობილი მოკლა, როდესაც მას ტურებისაგან იცავდა


გრიზლების დაუნდობელ ბრძოლას, შეშინებული მგელი შორიდან
აკვირდება



ddgfdf
ხო , ჯიქი ნიანგსაც შეჭამდა. გადარჩენილა ნიანგი.
ddgfdf
პატარაა თორე ნიანგსაც შეჭამდა.
მახარე
ჯიქი არა ტოროლა, ლეოპარდია ეს და არა ჯიქი,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?