პროექტი - "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჯიქი" (+ფოტო & ვიდეო)
პროექტი - "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჯიქი" (+ფოტო & ვიდეო)
დღეს ცხოველეთა დაცვის პროექტები იშვიათობა არ არის. მსოფლიოში ხმამაღლა გვამცნობენ პანდების, კოალების, პინგვინების პოპულაციის შემცირების შესახებ.
კაცობრიობა ხვდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ ზოგი პროცესი თავისთავადია, მაშინ სხვათა მიზეზი ადამიანის ქმედებაა. საბედნიეროდ, ცხოველთა დამცველები დედამიწაზე ბევრად მეტნი არიან. მათი პროექტები ძალიან შთამბეჭდავი და შთამაგონებელია. ისინი მოგვიწოდებენ, არ დავუშვათ ამა თუ იმ სახეობის გადაშენება.

ამის შესანიშნავი მაგალითია სრულიად არაორდინალური აქცია - სოციალური ფოტო-პროექტი "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჯიქი", რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, სტარტი ყირგიზეთში აიღო.

ჯიქი - ირბისი, ლეოპარდი, Panthera
pardus მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველთა სახეობაა. წარსულში ის აფრიკასა და აზიაში ფართოდ გავრცელებული იყო.  საქართველოში
ერთადერთი ჯიქი ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენიშნეს. იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდგომ კატეგორიაშია შესული.

ჯიქი ძირითადად იკვებება: ანტილოპებით, ირმებით, შვლებითა და ფაუნის სხვა წარმომადგენლებით. შიმშილის დროს საკვებად შეიძლება, გამოიყენოს: მღრღნელები, მაიმუნები, ჩიტები და ა.შ. იშვიათად ესხმის თავს შინაურ ცხოველებს (ცხვრებს და ცხენებს). ასევე, იტაცებს ძაღლებს, თავს ესხმის მგლებსა და მელიებს. ის სხვა მტაცებლებს პარავს საჭმელს, მათ შორის ჯიქებსაც.

არსებობს ჯიქის შემდეგი ქვესახეობები:
აფრიკული ჯიქი (Panthera pardus pardus), აფრიკა
ინდოჩინური ჯიქი (Panthera pardus delacouri), ინდოჩინეთი
იავის ჯიქი (Panthera pardus melas), იავა
ინდური ჯიქი (Pantherapardus fusca), ინდოეთი, სამხრეთ პაკისტანი, ნეპალი
ცეილონური ჯიქი (Panthera pardus kotiya), ცეილონი
ჩრდილოჩინური ჯიქი (Panthera pardus japonensis), ჩინეთი
შორეული აღმოსავლეთის ჯიქი Panthera pardus orientalis), რუსეთის შორეული აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ ჩინეთი, კორეა
სპარსული ჯიქი (Panthera pardus saxicolor), წინა აზია
არაბული ჯიქი (Panthera pardus nimr), არაბეთის ნახევარკუნძული; ხშირად აერთიანებენ სპარსულ ჯიქთან (Panthera pardus saxicolor)

ჯიქის საერთო რაოდენობა დედამიწაზე 8000-მდეა. ჯიქის პოპულაციის შემცირება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, სადაც ისინი ბინადრობენ. ყირგიზეთში მათი რაოდენობა 200 შეადგენს.

პროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ დღესდღეობით, უბრალოდ აუცილებელია, საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს ამ პრობლემას. პროექტი "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჯიქი" - პირველი საინფორმაციო კამპანიაა, რომელიც ბრაკონიერობისა და ნადირობის წინააღმდეგ არის მიმართული და გამოდის ამ სახეობის ცხოველების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მოწოდებით.

აქციის ფარგლებში ფოტოსესია 200-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. მათ სახის მეორე ნაწილზე ჯიქის სახე გამოისახეს. პროექტში მონაწილეობისთვის ჩართეს აქტიური ადამიანები: ახალგაზრდა აქტივისტები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

შედეგი ძალიან შთამბეჭდავია!

იხილეთ ფოტოგალერეა


ასევე იხილეთ დოკუმენტური ფილმი ამ საოცარი და იშვიათი ცხოველის შესახებ: "ჯიქი - მითების მიღმა"





გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?