იშვიათი ცხოველის სახეობა - თოვლის ჯიქი ანუ ირბისი, ჰიმალაის მთებში, ფარულმა კამერამ დააფიქსირა (+ვიდეო)
იშვიათი ცხოველის სახეობა - თოვლის ჯიქი ანუ ირბისი, ჰიმალაის მთებში, ფარულმა კამერამ დააფიქსირა (+ვიდეო)
ჰიმალაის მთებში ფარულმა კამერამ თოვლის ჯიქი აღბეჭდა. გარეული ცხოველი თავის ბოკვერთან ერთად ტყის სიღრმიდან გამოვიდა. ეს ცხოველი იმდენად მიუვალ ადგილებში ცხოვრობს, რომ მეცნიერებისთვის ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი. 

რამდენიმე  წელია, მისი კამერაზე დაფიქსირება ვერავინ შეძლო. ბიოლოგები განაგრძობენ მის შესწავლას და  ასევე სწავლობენ, თუ როგორ შეეგუება თოვლის ჯიქი გლობალურ დათბობას, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს.

თოვლის ჯიქი იგივე ირბისი საკმაოდ კარგი მონადირეა.  ის ნადირობს შებინდებისას ან გამთენიისას.

ეს მტაცებელი ბინადრობს ჩინეთში, ინდოეთში, ყირგიზეთში, ნეპალში, რუსეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ავღანეთში, ბირმაში. იქ, სადაც მთიანი  და ადამიანისთვის მიუვალი
ადგილებია.

ირბისი იმდენად ცოტა რაოდენობით არის შემორჩენილი დედამიწაზე, რომ  წითელ წიგნში მოხვდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

იშვიათი ცხოველები იშვიათად მრავლდებიან


ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს

იშვიათი სახეობის ზვიგენი, ბიოლოგებმა 10 წლის შემდეგ კვლავ აღმოაჩინეს
ამასაც მიაგნეს :(
ეჰჰ, რა ცუდი ბედი ელის; ზოოპარკი, ლაბორატორია, კვლევები,...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?