ყველაზე მოუხელთებელი მტაცებელი: მისი ხილვა დაკვირვებულ თვალსაც გაუჭირდება
ყველაზე მოუხელთებელი მტაცებელი: მისი ხილვა  დაკვირვებულ თვალსაც გაუჭირდება
ავსტრალიელმა ფოტოხელოვანმა, ინგერ ვანდუკმა, 17 დღე ჰიმალაის მთებში, ფოტოგრაფების ჯგუფთან ერთად  გაატარა. იგი მიზნად ისახავდა ყველაზე მოუხელთებელი გარეული კატის ფოტოებზე აღბეჭდვას.

ველურ ბუნებაში ირბისის ანუ თოვლის ლეოპარდის ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის საოცრად ფრთხილი არსებაა და ყოველთვის შეუმჩნევლად გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, ვანდუკმა შეძლო გადაეღო, თუ როგორ ნადირობს ეს მტაცებელი კუკუ-იამანზე (ჰიმალაური ცისფერი ცხვარი,  წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა).

არაერთ ფოტოხელოვანს უცდია ირბისის ფოტოებზე გადაღება, მაგრამ ეს შანსი, რამდენიმე წლის განმავლობაში, მხოლოდ ვანდუკს მიეცა.

ალბათ მხოლოდ 1% შეძლებს ამ ფოტოებზე თოვლის ლეოპარდის ხილვას.

Zooclub

თუმცა, ფოტოგრაფმა  სურათებზე ირბისი ნამდვილად აღბეჭდა.


Zooclub

ამ ფოტზე კი მტაცებლი იამანს უთვალთვალებს.

Zooclub

ორი ირბისი კლდოვან
მთებშია ჩასაფრებული.

Zooclub

საბოლოოდ, მან ნადავლის ხელში ჩაგდება სცადა,

Zooclub

Zooclub

თუმცა, იამანმა გაქცევა შეძლო.

Zooclub

Zooclub

თოვლის ლეოპარდები ნადავლის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ფოტოგრაფმა შეძლო და უნიკალური კადრები  აღბეჭდა.

Zooclub

Zooclub

ინგერ ვანდუკმა - 25 გრადუს ყინვაში 17 დღე-ღამე გაატარა, რაც ამად ღირდა.

Zooclub

ეს კი პირველი ორი ფოტოს პასუხია, თუ სად იმალებოდნენ ნადავლს ჩასაფრებული ირბისები.

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

დრონით გადაღებული, ველურ ბუნებაში მცხოვრები ამურის ვეფხვების ოჯახი

ამ კადრების გადასაღებად რამდენიმე წელი ნადირობდნენ. გაიცანით მოუხელთებელი უდაბნოს კატა!

იშვიათი მარმარილოსებრი კატა National Geographic -მა ვიდეო კამერაზე აღბეჭდა
ჯიქიძე
რა ლეოპარდი მეგობარო,რა ვიდეოც დევს მაგას ქვია ჯიქი ზუსტად სხვა ლეოპარდი ვერც იქნებოდა და არ იყო არასოდეს საქართველოში გავრცელებული. მე ლეოპარდს არ გეუბნები ჯიქი ქვიათქო, მე გეუბნე ვიდეოზე რაც არის მაგას ქვია ჯიქი ხოლო რაც შეეხება ვეფხს სამცხეშიც იყო ადრე ჯიქი და იქ ეძახდნენ ვეფხს.ხოლო ფშავ ხევსურეთში ჯიქს.თოვლის ლეოპარდს ქვია ჯიქი. ასეა ეს თუ გინდა სიმართლე
ჯიქიძეს
ჯიქი ანუ ლეოპარდი და თოვლის ლეოპარდი (ირბისი) სხვადახვა სახეობებია. სიტყვა ვეფხი კი  რუსთაველისეული ეტიმოლოგიაა. ეს კი განსხვავება: https://www.youtube.com/watch?v=innUuYi1gsk
ჯიქიძე
ირბისის ანუ თოვლის ლეოპარდი ანუ უნცია-ამ ყველაფერს ჯობდა ქართულად და მარტივად-ჯიქი დაგეწერათ იგივე ვეფხი.წერეთ ქართულად.ჯიქი საქართველოშიც იყო ადრე...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?