ნაკრძალის თვალიერებისას ავაზა ტურისტების ჯიპში ჩახტა...
ნაკრძალის თვალიერებისას ავაზა ტურისტების ჯიპში ჩახტა...
ირლანდიელ ტურისტს მიკი მაკკალდინს ნაკრძალ მასაი მარაში (კენია) წარმოუდგენლად "გაუმართლა" - ის პირისპირ შეხვდა გარეულ ავაზას.

გულადი ცხოველი ჯიპის მოძრაობის დროს კაბინაში, ავტომანქანის უკანა დასაჯდომზე შეხტა.

Zooclub

Zooclub

ასაკოვანმა ირლანდიელმა სრული სიმშვიდე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ავაზა 30 სანტიმეტრის მანძილზე მიუახლოვდა.

Zooclub

Zooclub

გარკვეული პერიოდი ჩანდა, რომ მტაცებელს, კატის მსგავსად, ადამიანის მუხლებზე მოკალათება სურდა.

Zooclub

ჯიპის სახურავზე ცხოველების ოჯახის დედა ავიდა თავის პატარასთან ერთად, შესაძლოა სწორედ ამიტომ ავაზამ ვეღარ მიაღწია თავის მიზნამდე.

Zooclub

Zooclub

Zooclub

ავტომანქანის კაბინაში რამოდენიმე წუთით ყოფნის შემდეგ, დაუპატიჟებელმა სტუმარმა გაოგნებული ტურისტები დატოვა.

Zooclub

Zooclub

Zooclub

ხომ დაწყნარდით.
ოღონდ დაწყნარდით, დამშვიდდით და არ დასცხოთ ერთმანეთს. ეს ცხოველი, გეპარდიც არის, ავაზაც, ლეოპარდიც და ჯიქიც.
გიორგი
ნაღდი მოსაწევსა სთხოვს. ასე გაატუტუცეს კენიელებმა ავაზები.
აკა-კა
ლეგენდარულ კენიელი მონადირე(წარმოშობით შოტლანდიელი) ჯონ ჰანტერი თავის წიგნში „მონადირე“, რამოდენიმე სტრიქონს უძღვნის ჰეპარდს - „ ... ძაღლები ზოგჯერ კბენენ ადამიანს, ჰეპარდები არასოდეს. ჰეპარდი ძალიან ალერსიანი ცხოველია, მოზრდილიც კი ძალიან ადვილად შინაურდება, მასზე დიდი მოთხოვნაა ინდოეთში, სადაც რაჯები ანტილოპებზე სანადიროდ იყენებენ“. ძველად ქართველი მეფეები და დიდებულები სწორედ ჰეპარდებით(ავაზებით) ნადირობდნენ შველძე და ჯეირანზე და არა ჯიქებით(ლეოპარდებით).
noe
გეპარდი უწყინარ ცხოველებში ნამდვილად არ გადის. ლეოპარდს არც შეედრება
ehe
ასეთი რაღაცა რომ მანქანაში შემოგიხტება გაოგნდები აბა რა იქნება? სად გაქვს დრო და ნერვი გაარკვიო რა არის ავაზა, ფოცხვერი, გეპარდი, ლეოპარდი, ფლუგენგეგენჰოლენი თუ შნაუცერშვარცნეგერდვარნიაშკა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?