ფოტოგრაფმა ხვადი ლომების ეპიკური შერკინება ეჭვიანობის გამო, ნაკრძალში შემთხვევით გადაიღო
ფოტოგრაფმა ხვადი ლომების ეპიკური შერკინება ეჭვიანობის გამო, ნაკრძალში შემთხვევით გადაიღო
მასაი-მარას ეროვნულ პარკში (კენია) სტუმრად მყოფმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა, სტივენ ანდერვუდმა, ლომების შერკინება ფოტო ობიექტივზე გადაიღო.

ფოტოებზე აღბეჭდილი მტაცებლების ბრძოლა იმდენად ემოციური და ეფექტურია, რომ სოციალურ ქსელში კადრებმა პოპულარობა მალევე მოიპოვა.

სტივენის თქმით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხვადი ლომი სხვა პრაიდის ძუ ლომს მიუახლოვდა, - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

იმისათვის, რომ თავისი პრაიდის წევრი და საკუთარი პოზიცია დაეცვა, პრაიდის წინამძღოლი ხვად ლომს თავს დაესხა.

Zooclub

Zooclub

"არასოდეს დამავიწყდება მათი თვალები, როდესაც ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ. ლომები ველური ბუნების მეფეებად და უძლიერეს ცხოველებად ითვლებიან. სამწუხაროდ,
მათი რაოდენობა სწრაფად მცირდება, ამიტომ ნაკრძალები მათთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია", - ამბობს ფოტოგრაფი.

წყარო:
dailymail.co.uk


ასევე იხილეთ:

ძუ ლომმა ხვადს ეჭვიანობის სცენა მოუწყო

ძუ ლომის უშედეგო "ფლირტმა" ხვადთან ინტერნეტ მომხმარებლები გაამხიარულა

ბრძოლა სავანაში: პატარა ჯიქი ვარანის წინააღმდეგ


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?